უცნობია, როდის იქნება მეგი ბაქრაძის ექსპერტიზის პასუხები

დღეს ზუსტად 1 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა. ამ ვადის გასვლის მიუხედავად, ისევ არ არის ცნობილი არათუ ექსპერტიზის პასუხის შინაარსი, არამედ ისიც, როდის დასრულდება კვლევები. ამ ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი, რით გარდაიცვალა მეგი ბაქრაძე. რადიო თავისუფლება ექსპერტიზის ვადებთან დაკავშირებით ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დაუკავშირდა, სადაც ასეთი რამ თქვეს: "ზოგადად, სამედიცინო ექსპერტიზას ვადები არ აქვს... ეს განეკუთვნება რთული კატეგორიის ექსპერტიზას იმიტომ, რომ სხვადასხვა მიმართულებით არის დანიშნული. შესაბამისად, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა და დასრულებისთანავე გადაეცემა დამკვეთ უწყებას..." ასევე ნახეთ ექიმი, რომლის თქმითაც, მეგი ბაქრაძეს ადრენალინი "წამებში გაუკეთა", პირველადი დახმარების დროს იქ არ იყო - პროკურატურა ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე, 19 მარტს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მეგი ბაქრაძის თბილისში გადმოყვანის შემდეგ, 19 მარტს, საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი, მედდის ჯანმრთელობის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებდა, თუმცა ამბობდა, რომ მისი მდგომარეობიდან გამოყვანისთვის "ყველაფერი გაკეთდებოდა". მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს როგორც ახალციხის, ისე თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში. ...
წყარო

Nini

ბათუმი
  • 14 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 4 დღის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 5 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 4 დღის წინ

Tatiana

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 2 საათის წინ

Ekuna

თბილისი
  • 9 თვის წინ