ღარიბაშვილი: დღეს გამარჯვებული საქართველოა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა” ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის მიღწეულ შეთანხმებას, სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება. მთავრობის მეთაური მადლობას უხდის ევროპული კომისიის პრეზიდენტს, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, აშშ-ის საელჩოს საქართველოში და ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიამ და დიალოგმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვეს. „დღეს გამარჯვებული საქართველოა. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ხელი მოაწერა ევროკავშირის მედიაციის შედეგად მიღებულ შეთანხმებას. მადლობას მოვახსენებთ ევროპული კომისიის პრეზიდენტს, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, აშშ-ის საელჩოს საქართველოში. დემოკრატიამ და დიალოგმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვეს, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი. ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტს რამდენიმე წუთის წინ, ორბელიანების სასახლეში ხელი მოეწერა. კერძოდ, შეთანხმების ტექსტს ოპოზიციური სპექტრიდან ხელი მოაწერეს: „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, „ლელოს“ ლიდერებმა – ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა და „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა. ასევე დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დააფიქსირეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დავით ბაქრაძემ და „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ. დოკუმენტს ამ ეტაპზე არ შეერთებია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, შესაბამისად, შეთანხმების ტექსტს არ აქვს მათი ხელმოწერა. შარლ მიშელის დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ თანხმობა დააფიქსირა „ქართულმა ოცნებამაც“....
წყარო

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 3 საათის წინ

Катя

თბილისი
  • 11 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 2 თვის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 2 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 13 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 6 დღის წინ

Dako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 17 საათის წინ