კალაძე: ვისურვებდი, დღევანდელი დღე მართლაც იქცეს “საქართველოს წინსვლის გზად”

საქართველოს მეგობრების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით პოლიტიკური კრიზისის ეტაპი დასრულდა – ამ ხელმოწერით პროცესი დაიძრა, – აღნიშნული განცხადებით პრეზიდენტის სასახლეში, შარლ მიშელის ეგიდით გამოქვეყნებულ დოკუმენტზე ხელმოწერას პარტია “ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ეხმაურება. კალაძე იმედს გამოთქვამს, რომ “თითოეული პოლიტიკოსი, ამჯერად მაინც, სწორად დაალაგებს თავის პრიორიტეტებს ქვეყნის, ხალხის ინტერესების გათვალისწინებთ“. „ჩვენ დაგვეხმარნენ, რომ ჰაერში გამოკიდებული პოლიტიკური ცხოვრება სწორ კალაპოტში მოქცეულიყო. ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების სწორად წარმართვა ახლა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრების წინაშე. ვისურვებდი, დღევანდელი დღე მართლაც იქცეს “საქართველოს წინსვლის გზად” და ამისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის მეგობრებს – ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, მის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს, ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, ყველას, ვინც ჩართული იყო მოლაპარაკებების პროცესში”, – წერს კალაძე “ფეისბუქის“ გვერდზე. ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტს რამდენიმე წუთის წინ, ორბელიანების სასახლეში ხელი მოეწერა. კერძოდ, შეთანხმების ტექსტს ოპოზიციური სპექტრიდან ხელი მოაწერეს: „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, „ლელოს“ ლიდერებმა – ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა და „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა. ასევე დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დააფიქსირეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დავით ბაქრაძემ და „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ. დოკუმენტს ამ ეტაპზე არ შეერთებია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, შესაბამისად, შეთანხმების ტექსტს არ აქვს მათი ხელმოწერა. შარლ მიშელის დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ თანხმობა დააფიქსირა „ქართულმა ოცნებამაც“....
წყარო

ната nuru массаж

თბილისი
  • 2 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 2 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 4 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 10 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 3 დღის წინ

Ekuna

თბილისი
  • 8 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Diko

თბილისი
  • 10 საათის წინ

Lala

ქუთაისი
  • 1 დღის წინ