“ჩემი და გიორგი ვაშაძის პოლიტიკური გზები ძალაუნებურად გაიყო – ჩვენ, ადამიანურად მეგობრებად ვრჩებით, მაგრამ არანაირად არ ვემხრობით ერთმანეთს”

ჩემი და გიორგი ვაშაძის პოლიტიკური გზები ძალაუნებურად გაიყო – ჩვენ, ადამიანურად მეგობრებად ვრჩებით, მაგრამ არანაირად არ ვემხრობით ერთმანეთს, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარტიის “კანონი და სამართალი“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განუცხადა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო ბლოკით მონაწილეობდა. ჩარკვიანი შარლ მიშელის ეგიდით გამოქვეყნებულ დოკუმენტზე ხელმოწერას “პროცესის ღალატად“ აფასებს და ამბობს, რომ “როცა “ქართული ოცნება“ ჩამოშლის პროცესშია, ოპოზიცია მას არ უნდა შეყუდებოდა“. მისივე თქმით, დოკუმენტი ბუნდოვანია და მასზე ხელმოწერა იგივე წყალში შესვლას ნიშნავს. “ჩვენ აშშ-ს სენატში გვითხრეს, რომ სასამართლო კლანია და ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობაა. ვეძებ დოკუმენტს, რომელიც გამოსავალს მომაძებნინებს. წარმოდგენილი დოკუმენტით ხუთი წელი მთავარ პროკურორს ვერ ცვლი, ცესკოს თავმჯომარე თამარ ჟვანია არ იცლება. რამდენჯერ მოგისმენიათ ჩემგან და გიორგი ვაშაძისგან ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ. ამ დოკუმენტში მსგავსი არაფერი წერია და ვერც მოესწრება. მართლა მაინტერესებს, ვის ვატყუებთ – საკუთარ თავს თუ ხალხს?! რომ დამენახა, რომ სისტემური რეფორმები შესაძლებელია, რაღაცაზე დაილაპარაკებ, მაგრამ ამ დოკუმენტით პარლამენტში როგორ უნდა შეხვიდე?! ჩიტი ბრდღვნად უნდა ღირდეს – უნდა იცოდე, რისთვის აკეთებ ამას!“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. კითხვაზე, მიმართავს თუ არა პარლამენტს კიდევ ერთხელ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ რა პროცედურაც საჭირო იქნება, იმას გააკეთებს....
წყარო

Nina

თბილისი
  • 10 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 8 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 6 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 15 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 6 თვის წინ

Bela transi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 1 დღის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 13 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 6 თვის წინ

Нора

თელავი
  • 8 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 5 დღის წინ