კელი დეგნანი პოლიტიკურ შეთანხმებაზე: გილოცავთ შეერთებული შტატების სახელით

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა „გრძელი და რთული“ უწოდა 6-თვიან მუშაობას, რომელიც წინ უძღოდა შეთანხმების გაფორმებას ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის. „ამ გრძელ, რთული პროცესში თითოეულმა თქვენგანმა აჩვენა ნამდვილი პოლიტიკური სიმამაცე და ნამდვილი ლიდერობა დღეს, როდესაც ხელს აწერთ პრეზიდენტ მიშელის მიერ შემოთავაზებულ კომპრომისულ შეთანხმებას. ჩემთვის დიდი პატივია აქ, თქვენთან ერთად ყოფნა ამ მნიშვნელოვან დროს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციისთვის“ - განაცხადა ელჩმა დეგნანმა. პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმების მიღწევა კელი დეგნანმა აშშ-ის სახელითაც მიულოცა. ის აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს როგორც „სტაბილური, აყვავებული დემოკრატიის“ წარმატებას. ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეთანხმებას ხელს აწერენ პრეზიდენტის სასახლეში. ცერემონიას დისტანციურად მონაწილეობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი. 19 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში მოვლენები სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოთქვა მზაობა „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მფლობელის, გიორგი რურუას შეწყალების შესახებ. შემდეგ, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ელჩები ცალკე შეხვდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, რის შემდეგაც გაიმართა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა. ევროკავშირის წარმომადგენლობაში 20:30 წუთზე დაიწყო ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების გაერთიანებული შეხვედრა, რის შემდეგაც შეხვედრის მონაწილეებმა შეთანხმებაზე ხელმოსაწერად პრეზიდენტის სასახლეში გადაინაცვლეს. პოლიტიკური დიალოგის ბოლო რაუნდი ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების ჩართულობით შედგა. ამას წინ უსწრებდა მედიაციის ორი უშედეგო რაუნდი, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი უძღვებოდა. პოლიტიკურ პარტიებს 18 აპრილს წარედგინათ შარლ მიშელის მიერ წარდგენილი დოკუმენტის საბოლოო ვერსია, რომელიც მიუღებელი იყო ოპოზიციური პარტიების ნაწილისთვის და მათ შორის ყველაზე დიდი პარტიისთვის - „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიიდან, "ნაციონალური მოძრაობიდან" დოკუმენტს ხელი ინდივიდუალური წესით მოაწერა მხოლოდ სალომე სამადაშვილმა. ...
წყარო

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 17 საათის წინ

Inga

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 1 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 7 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 1 დღის წინ

Alena

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 17 საათის წინ

Ekuna

თბილისი
  • 8 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 10 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 3 დღის წინ