მდინარაძე: ხელოვნური კრიზისი დასრულებულია!

მმართველ პარტიასა და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის გაფორმებულ შეთანხმებას აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. „ხელოვნური კრიზისი დასრულებულია! მადლობა ჩვენს მთავარ პარტნიორებს - ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათ ოფიციალურ წარმომადგენლებს! ეს საქართველოს გამარჯვებაა! კიდევ ბევრჯერ გავიმარჯვებთ, ქართველ ხალხთან ერთად და უპირველესად, მათი, ქართული საზოგადოების გვერდში დგომით! განსაკუთრებული მადლობა "ქართული ოცნების" უდიდეს გუნდს და უმაგრეს ჯარისკაცებს, ჩვენს ერთგულ, ჭკვიან, პრაგმატულ და საქართველოს პატრიოტ ამომრჩევლებს!" - წერს „ფეისბუკზე" მამუკა მდინარაძე. три ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდნენ და დოკუმენტს ხელი მოაწერეს „გირჩიდან“ ვახტანგ მეგრელიშვილმა, „მოქალაქეებიდან“ ალეკო ელისაშვილმა, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ გიორგი ვაშაძემ, „გირჩი-მეტი თავისუფლებიდან“ ზურაბ ჯაფარიძემ, „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ, „ლელოდან“ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ. დოკუმენტს ინდივიდუალურად შეუერთდნენ ენმ-ის წევრი სალომე სამადაშვილი და „ევროპული საქართველოს" ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე. შეთანხმებას მმართველი პარტიიდან ხელი მოაწერეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა. 18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - „სამომავლო გზა საქართველოსთვის", რომელიც მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. ...
წყარო

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lilu

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 10 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 11 საათის წინ

Tatiana

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 18 საათის წინ

Mariko

თბილისი
  • 13 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 10 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 17 საათის წინ

Ekuna

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 17 საათის წინ