როდის დატოვებს საპატიმროს გიორგი რურუა უცნობია

კონკრეტლი დღე, თუ როდის დატოვებს საპატიმროს გიორგი რურუა უცნობია – საქართველოს პრეზიდენტმა მის შეწყალების აქტს ხელი ერთი კვირის ვადაში უნდა მოაწეროს. სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას გათავისუფლების სანაცვლოდ პოლიტიკურ პარტიებს წინაპირობა გუშინ წაუყენა. უფლებადამცველი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 8 მარტის შეთანხმების დროს იყო მიღებული, თუმცა ამის მიუხედავად ხელისუფლებამ რურუა პატიმრობაში დატოვა. “არ შეიძლება განსხვავებული მოსაზრების ან ოპონირების გამო ადამიანებს ატყვევებდე და მათ იარაღს უდებდე. შესაბამისად, რაც მალე დასრულდება მისი პოლიტიკური და უკანონო პატიმრობა მით უკეთესი ქვეყნისთვის. გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი 8 მარტის შეთანხმების ნაწილს წარმოადგენდა, მაგრამ მიუხედავად ამისა სამწუხაროდ ხელისუფლებამ ის არ გაათავისუფლა და დაიტოვა ტყვეობაში. გამოჩნდა სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რომ რაღაცა პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ის თანახმა შეიწყალოს გიორგი რურუა, დანარჩენი მათზეა დამოკიდებული და შესაბამისად მათ უნდა მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება,” – განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ პარტიები შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერენ და ევროკავშირის და აშშ-ის წარმომადგენლები იტყვიან, რომ შეთანხმება შედგა, პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში შეწყალების გადაწყვეტილებას ხელს მოაწერს. ამ განცხადებიდან მალევე, ორბელიანების სასახლეში, ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა შარლ მიშელის დოკუმენტზე – “საქართველოს წინსვლის გზა” ხელი მოაწერეს. დოკუმენტზე ხელმომწერები არიან : “გირჩი, “გირჩი მეტი თავისუფლება”, “მოქალაქეები”, “ლელო”, “რესბუბლიკელები“, “ქართული ოცნება” და ინდივიდუალურად – დავით ბაქრაძე და “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი. შეთანხმების ტექსტს ამ ეტაპზე არ უერთდება “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”....
წყარო

Анжелина

თბილისი
  • 11 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 6 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 21 საათის წინ

Ella

თბილისი
  • 2 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 13 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 11 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 8 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 13 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 13 თვის წინ