რეგულაციების დარღვევის 1634 ახალი ფაქტი გამოვლინდა

ბოლო 24 საათში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგულაციების დარღვევის 1 634 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 102 პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 1 359 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 173 ფაქტი გამოვლინდა. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს....
წყარო

Нора

თელავი
  • 7 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 8 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 6 დღის წინ

Sofia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 13 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 6 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 7 საათის წინ

Ninaka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 11 თვის წინ