საქართველოს პარლამენტის წევრებს შეთანხმების ხელმოსაწერად ევროკავშირის ოფისში ელოდებიან

საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს დღეს, დილის 9 საათიდან შეთანხმების ხელმოსაწერად ელოდებიან ევროკავშირის წარმომადგენლობაში. ამის შესახებ გვიან ღამით, ტვიტერზე დაწერა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა. три 19 აპრილს, „ორბელიანების სასახლეში“, მმართველი და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს. ასევე ნახეთ რა წერია პრეზიდენტ მიშელის ახალ წინადადებაში  არჩევნებსა და პატიმრებთან დაკავშირებით ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად შეთანხმებას ხელი მოაწერეს: „გირჩიდან“ ვახტანგ მეგრელიშვილმა, „მოქალაქეებიდან“ ალეკო ელისაშვილმა, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ გიორგი ვაშაძემ, „ლელოდან“ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ. დოკუმენტს ხელი მოაწერა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, „ევროპული საქართველოს" ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტიიდან ცოტა ხნის წინ გასულმა დავით ბაქრაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა. 19 აპრილს, „ორბელიანების სასახლეში“ არ მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები. დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა პარტიის წევრმა, სალომე სამადაშვილმა. ასევე ნახეთ ენმ მიშელის განახლებულ დოკუმენტზე ხელმოწერის საკითხზე გადაწყვეტილებას 20 აპრილს მიიღებს ოპოზიციის მიერ შეთანხმების ხელმოწერას ეწინააღმდეგებოდა "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია, რომელიც არ არის პარტიის საარჩევნო სიის იმ 5 წევრს შორის, რომლებსაც პარლამენტის დეპუტატის მანდატი აქვთ. ხელმოწერას, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი და ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები, თვალს დისტანციურად ადევნებდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ის დღეს საქართველოს ეწვევა. მიშელის დოკუმენტი მოიცავს საარჩევნო და სასამართლო რეფორმის და პარლამენტში ძალაუფლების განაწილების საკითხებს. რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნებს, მის მიერ პოლიტპატიმრებად მიჩნეული ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლების და ვადამდელი არჩევნების შესახებ, დიკუმენტის თანახმად: "ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან ...
წყარო

Saly

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 8 თვის წინ

Олеся

თბილისი
  • 3 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 10 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 6 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 9 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 5 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 10 თვის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 2 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 7 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 6 თვის წინ