ავარიის გამო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება

19 აპრილის, შუადღეს, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს. დე ფაქტო რესპუბლიკა ელექტროენერგიას რუსეთის ფედერაციიდან 110-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზით იღებს. ელექტროსადენი, რომლის სახელწოდებაა „ზარამაგი-ჩრდილოეთ პორტალი-ჯავა“ ავარიის გამო ხშირად გამოდის მწყობრიდან. საღამოს საათებში ცხინვალელმა ენერგეტიკოსებმა დაზიანებული ადგილი იპოვეს და შეკეთებას შეუდგნენ. „დაზიანება სრულად აღმოფხვრილი არ არის. იქნება შეფერხებები ელექტროენერგიის მიწოდებისას, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში კიდევ გაგრძელდება", - უთხრა სააგენტო „რეს"-ს ენერგოკომპანიის დირექტორის მოადგილემ ანატოლი გაბარაევმა. დაახლოებით ერთი თვის წინ ელექტროსადენზე დიდთოვლობის გამო ავარია მოხდა და ის რამდენიმე დღის განმავლობაში დაზიანებული იყო. დე ფაქტო ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, რომ რუსეთის დახმარებით სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზი აგოს, რაც ადგილობრივი ენერგეტიკოსების აზრით, დე ფაქტო რესპუბლიკაში ელექტროენერგიის პრობლემას საბოლოოდ მოაგვარებს. ...
წყარო

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 6 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 6 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 11 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 13 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 დღის წინ

Inga

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 11 თვის წინ

Нора

თელავი
  • 8 თვის წინ