საბა ბუაძე: ხელისუფლებას ახლა, როგორც პატარა ბავშვს, თავზე დადგომა სჭირდება

პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ არაფერი დასრულებულა და შეთანხმების შესრულებას სათანადო კონტროლი სჭირდება. „ხელისუფლებას ახლა, როგორც პატარა ბავშვს, თავზე დადგომა სჭირდება იმისთვის, რომ შეთანხმება ბოლომდე იქნას მიყვანილი“, - განაცხადა საბა ბუაძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“. „ჩვენ გვახსოვს ძალიან მაღალი ტრიბუნებიდან „ქართული ოცნების“ მიერ მიცემული პირობები, რომლებიც ერთ კვირაში უკან წაიღო ბიძინა ივანიშვილმა. და ის, რომ 8 მარტს მიეცათ საშუალება, რომ შეთანხმება არ შეესრულებინათ სრულად, ამის შედეგებს გარკვეულწილად ვიმკით დღესაც და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველანი ერთობლივი ძალისხმევით ხელისუფლებას ვაიძულებთ, რომ სრულად განხორციელდეს ცვლილებები“, - განაცხადა საბა ბუაძემ „დილის საუბრებში“. три 19 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს, რომლის მიზანია საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისის დაძლევა პარლამენტში ოპოზიციის შესვლის და საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელების, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხების მოგვარებისა და პარლამენტში ძალაუფლების განაწილების გზით. 19 აპრილს, შეთანხმებას ხელი მოაწერეს: „გირჩიდან“ ვახტანგ მეგრელიშვილმა, „მოქალაქეებიდან“ ალეკო ელისაშვილმა, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ გიორგი ვაშაძემ, „ლელოდან“ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ. დოკუმენტს ხელი მოაწერა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, „ევროპული საქართველოს" ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტიიდან ცოტა ხნის წინ გასულმა დავით ბაქრაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა. 19 აპრილს, „ორბელიანების სასახლეში“ არ მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები. დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა პარტიის წევრმა, სალომე სამადაშვილმა. საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს დღეს, დილის 9 საათიდან შეთანხმების ხელმოსაწერად ელოდებიან ევროკავშირის წარმომადგენლობაში. "ნაციონალური მოძრაობა" საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას დღეს აპირებს. ოპოზიციის მიერ შეთანხმების ხელმოწერას ეწინააღმდეგება "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია, რომელიც არ არის პარტიის საარჩევნო სიის იმ 5 წევრს შორის, რომლებსაც პარლამენტის დეპუტატის მანდატი აქვთ. ასევე ნახეთ ენმ მიშელის განახლებულ დოკუმენტზე ხელმოწერის საკითხზე გადაწყვეტილებას 20 აპრილს მიიღებს ...
წყარო

Inesa

თბილისი
  • 1 დღის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 9 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 13 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 3 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 11 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Elenica

თბილისი
  • 13 თვის წინ