შალვა პაპუაშვილი: პარტიებმა უნდა დატოვონ ქუჩა და დაკეცონ კარვები

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების შემდეგ მთავარია განწყობა, რომლითაც პარტიები პარლამენტში იმუშავებენ. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პარტიებმა ქუჩა უნდა დატოვონ, კარვები დაშალონ და ისე შევიდნენ პარლამენტში. მისი თქმით, ქუჩა რადიკალიზაციის ფორმაა და იგი ხელს უშლის პარლამენტს: „გასაგებია, რომ ქუჩა პროტესტია, მაგრამ როდესაც პარტია წარმოდგენილია პარლამენტში და ის პარალელურად ქუჩაში კარვებს შლის, ეს არ არის ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი. არც ერთ ქვეყანაში, არსად. თუკი პარტია არის პარლამენტში წარმოდგენილი, მას ქუჩაში არაფერი არ ესაქმება. ეს არის ნორმალური სტანდარტი ყველგან. რაღაც არის აწყობილი არგუმენტსა და გამოცდილებაზე. შევხედოთ ნებისმიერ ქვეყანას და ვნახოთ, პარლამენტში თუა წარმოდგენილი პარტია მას რამე თუ ესაქმება ქუჩასა და კარვებში. ერთია რისი უფლება გვაქვს და მეორე არის რის უფლებას ვაძლევთ საკუთარ თავს. და სწორედ ეს მეორე არის პოლიტიკური კულტურა, ეთიკა, მორალი და ასე შემდეგ. ქუჩა არ არის პოლიტიკური კულტურის ნაწილი, თუკი პარტია წარმოდგენილია პარლამენტში, მას აქვს ყველა დემოკრატიული ინსტრუმენტი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“. три 19 აპრილს, "ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს, რომლის მიზანია საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისის დაძლევა პარლამენტში ოპოზიციის შესვლის და საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელების, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხების მოგვარების და პარლამენტში ძალაუფლების განაწილების გზით. 19 აპრილს, შეთანხმებას ხელი მოაწერეს: „გირჩიდან“ ვახტანგ მეგრელიშვილმა, „მოქალაქეებიდან“ ალეკო ელისაშვილმა, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ გიორგი ვაშაძემ, „ლელოდან“ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ. დოკუმენტს ხელი მოაწერა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, „ევროპული საქართველოს" ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტიიდან ცოტა ხნის წინ გასულმა დავით ბაქრაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა. 19 აპრილს, „ორბელიანების სასახლეში“ არ მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები. დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა პარტიის წევრმა, სალომე სამადაშვილმა.საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს დღეს, დილის 9 საათიდან შეთანხმების ხელმოსაწერად ელოდებიან ევროკავშირის წარმომადგენლობაში. &quo...
წყარო

Elenica

თბილისი
  • 13 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 4 დღის წინ

Sofia27

თბილისი
  • 11 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 11 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 6 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Elisa

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 3 დღის წინ

Aida

თბილისი
  • 6 თვის წინ