ევროსაბჭო კენჭს უყრის რეზოლუციას ნავალნის გათავისუფლების შესახებ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფრანგმა დეპუტატმა, ჟაკ მერმა მოამზადა რეზოლუციის პროექტი, რომელშიც ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, რომ გაათავისუფლოს პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნი. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა 22 აპრილს გაიმართება. იმ დღეს სტრასბურგში ჩანიშნულია დებატები ნავალნის დაპატიმრებისა და საპატიმროში მისი მდგომარეობის ირგვლივ. რეზოლუციის პროექტის ავტორი ფრანგი დეპუტატი, ჟაკ მერი, „ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსს“ წარმოადგენს. რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს რუსეთს, „ნებისმიერ შემთხვევაში“ გაათავისუფლოს პატიმრობიდან ალექსეი ნავალნი 7 ივნისამდე, ვიდრე ევროკავშირის მინისტრთა კომიტეტი კვლავ გამართავს სხდომას ადამიანის უფლებათა დაცვის თაობაზე. მოწოდება ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოთხოვნას, რომ დაუყოვნებლად გაათავისუფლონ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ შეუძლებლად მიიჩნევს ნავალნის გათავისუფლებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე. იუსტიციის მინისტრმა, კონსტანტინ ჩუიჩენკომ, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „იმთავითვე შეუსრულებელი“ უწოდა. ...
წყარო

Aida

თბილისი
  • 6 თვის წინ

Bela transi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Mistress

თბილისი
  • 1 დღის წინ

Zarra

თბილისი
  • 7 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 13 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 6 დღის წინ

Нора

თელავი
  • 8 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 13 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 13 თვის წინ