მელიას გათავისუფლების შემდეგ, სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს

მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს მას შემდეგ, რაც საპატიმროს დატოვებს პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია. მიმართვაში, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელმა სოციალური ქსელით გაავრცელა, იგი ამბობს, რომ ნიკა მელია საპატიმროდან უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს ისე, როგორც მას სურს, შემდეგი ნაბიჯი კი „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა უნდა იყოს. სააკაშვილი ასევე ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ის საქართველოში ჩამოსვლას აპირებს. „შეთანხმებაში არის მთავარი მეორე პუნქტი ასევე. შემოდგომაზე ადგილობრივი მმართველობის არჩევნებთან ერთად პრაქტიკულად დაინიშნა რეფერენდუმი ქართული ოცნების, ესე იგი ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების თაობაზე. 43-პროცენტიანი ბარიერიანი, ძველი კომისიის პირობებში, მაგრამ ეს არის უკვე დაშვება რიგგარეშე არჩევნების და ეს არის რეფერენდუმი ივანიშვილის მმართველობაზე. ამიტომ შემოდგომაზე იქნება ეს რეფერენდუმი და ჩვენ ის უნდა მოვიგოთ ადგილობრივი მმართველობის არჩევნების პარალელურად. ამისათვის ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი. ჩვენ უნდა შევიდეთ იმ პარლამენტში, რომელიც მიგვაჩნია უკანონოდ და მოპარული არჩევნების შედეგად გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტიც, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა სხვა ბრძოლის ფორმა დემოკრატიის ფარგლებში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მან ვიდეომიმართვაში თქვა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოში ჩამოვა და თუნდაც სიცოცხლის რისკის ფასად იქნება ამ პროცესის დამსწრე და მონაწილე. დოკუმენტს "სამომავლო გზა საქართველოსთვის", რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივის დაწყებული მედიაციის შედეგად შეიქმნა, ხელი 19 აპრილს, მოლაპარაკებათა 2 უშედეგო რაუნდის შემდეგ მოეწერა. 18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, რომლითაც მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში დაზუსტდა ორ ძირითადი შეუთანხმებელი პუნქტი - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. 19 აპრილს ორბელიანების სასახლეში დოკუმენტს ინდივიდუალურად შეუერთდა ენმ-ის წევრი სალომე სამადაშვილი; შეთანხმებაზე ხელი უკვე მოწერილი აქვთ ლელოს, სტრატეგია აღმაშენებელს, გირჩის ორივე განაყოფს, რესპუბლიკურ პარტიას, „ევროპული საქართველოს" ყოფილ თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს (ინდივიდუალურად), დოკუმენტს "ევროპული საქართველოს" სიიდან შეუერთდა არმაზ ახვლედიანი; ასევე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას ახალი გუნდის წევრები პარლამენტიდან; შეთანხმებას მმართველი პარტიიდან ხელი მოაწერეს პარლამენტის თავმჯდომა...
წყარო

Rita

თბილისი
  • 1 დღის წინ

Яна

თბილისი
  • 7 დღის წინ

Nini

ბათუმი
  • 14 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 9 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 8 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 12 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 13 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 6 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 6 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 7 თვის წინ