ოპოზიციის ერთმა ჯგუფმა შეცდომა დაუშვა – ადამიანებმა უნდა დაიცვან წესები და სიტყვას უნდა ჰქონდეს ფასი, ეს პირველ რიგში დავით ბაქრაძეს ეხება

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ოპოზიციონერების ჯგუფმა შარლ მიშელის მიერ მომზადებულ შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოწერით შეცდომა დაუშვეს. როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შეთანხმების დოკუმენტს დემოკრატიული ინსტიტუტების და არჩევნების მიმართ ნდობა უნდა აღედგინა, თუმცა არსებული მოცემულობით, ამის საპირისპირო სურათს ხედავენ. „ჩვენი საერთო ამოცანა იყო უზარმაზარი ზიანის შემდეგ, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა მიაყენა, ამ შეთანხმებას ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების და არჩევნების მიმართ ნდობის აღდგენისკენ გადაედგა ნაბიჯი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე როგორც არის ვითარება, ჩვენი გუნდი ამ შედეგს ვერ ვხედავთ, პირიქით საფრთხეს ვხედავთ, რაც ძალიან ცუდია. მიუხედავად ამისა, პატივს ვცემ ყველას გადაწყვეტილებას, მჯერა, რომ უმრავლეს შემთხვევაში პოლიტიკურ პარტნიორებს შორის ეს გულწრფელი შეცდომაა. მაგრამ თუ ამ მძიმე შეცდომას აქეთკენ ბრალდებებით აპირებენ, ამას თავგასულობა და უტიფრობა ჰქვია. ამ მომენტისთვის, ოპოზიციის ამ ჯგუფმა შეცდომა დაუშვა. ამ შეთანხმებას უნდა მოეხდინა გარდატეხა დემოკრატიული ინსტიტუტების და არჩევნების მიმართ ნდობის საკითხში. ის ფორმულა, რაც ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის შემოთავაზებული, არის არალეგიტიმური, არალოგიკური და რთულად ახსნადი. ეს იყო ჩვენი საერთო პოზიცია, რომ კატეგორიულად მიუღებელია ამ ტესტის გაკეთება, 43% რატომ უნდა წყვეტდეს? მოლაპარაკებების ბოლო ფაზაში პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული გაურკვევლობა უნდა დასრულებულიყო, ეს პრობლემებს ქმნის, როდესაც მელიაც და რურუაც არიან ციხეში და „ოცნება“ აკეთებს განცხადებებს, რომ ყველა სხვა საქმეზე პოლიტიკურ დევნას გააგრძელებენ და იტოვებენ უფლებას, სხვები დაიჭირონ. მთელი ეს კონტექსტი არის არასახარბიელო ჩვენი ქვეყნის ინტერესებისათვის და აქედან გამომდინარეობს ჩვენი პოზიცია. ამას არ ცვლის ის, თუ რომელი ლიდერი და რომელი პარტია განაცხადებს თანხმობას ამ დოკუმენტთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ. მან აღნიშნულ დოკუმენტზე ხელის მოწერისათვის ყოფილი თანაგუნდელი დავით ბაქრაძეც გააკრიტიკა. ბოკერიას თქმით, ადამიანებმა უნდა დაიცვან წესები და სიტყვას უნდა ჰქონდეს ფასი, რაც პირველ რიგში დავით ბაქრაძეს ეხება. „ადამიანებმა უნდა დაიცვან წესები და სიტყვას უნდა ჰქონდეს ფასი. ეს ეხება პირველ რიგში დავით ბაქრაძეს. მას ჰქონდა აღებული ვალდებულება ამ პარტიის წინაშე და საჯაროდაც, რომ ბოიკოტის შემთხვევაში არ შედიოდა პარლამენტში. ამის შემდეგ მან განაცხადა, რომ პარტიული პოლიტიკიდან მიდიოდა, იმიტომ, რომ საკუთარი თავი ამოწურა, რაც ძალიან არაკორექტული ნაბიჯია მისგან. დანარჩენ კოლეგებს მოვუწოდებდი, რომ ასეთ დროს გააზრება მაინც მოეხდინათ რა ხდება, საუბარი მაინც ყოფილიყო და მერე მიეღოთ გადაწყვეტილე...
წყარო

Salo

თბილისი
  • 13 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 12 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 9 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 17 საათის წინ

Катя

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 10 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 2 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ