სახალხო დამცველის მოადგილე ამბობს, რომ ნიკა მელიას საქმის შეწყვეტა პროკურორს შეუძლია

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ საქართველოს პროკურატურას და უშუალოდ პროკურორს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმის წარმოებაშია ჩართული, შეუძლია სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტოს. მელიას პატიმრობა არის ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც "ნაციონალური მოძრაობა" ამ ეტაპზე ხელს არ აწერს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების დოკუმენტს. ბურჯანაძე რადიო თავისუფლებას ესაუბრა მელიას გათავისუფლების სამართლებრივ ერთ-ერთ გზაზე და სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი მიუთითა, რომელშიც პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საშუალება წერია. 70-ე მუხლში ვკითხულობთ: "დანაშაულის ჩამდენი შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ დადგინდება, რომ ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მიზანშეუწონელია ვითარების შეცვლის გამო". ბურჯანაძე ამბობს, რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც პროკურორს შეუძლია. მან მხოლოდ უნდა დაასაბუთოს, რატომ არის ახლა ამ საქმის წარმოების გაგრძელება მიზანშეუწონელი. "ეგ არის მუხლი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას ექსტრაორდინალურ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტო... ეგ მუხლი იძლევა შესაძლებლობას, რომ იმ ფონზე, როცა პოლიტიკური სპექტრი შეთანხმებულია მელიას გათავისუფლებაზე, თუ ჩათვლის საჭიროდ, შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა", - ამბობს სახალხო დამცველის მოადგილე. სახალხო დამცველის მოადგილემ ამ საკითხზე "ფეისბუკზე" პოსტიც დაწერა, თუმცა პროკურატურა მას არ გამოხმაურებია. როგორც კი საგამოძიებო უწყების პოზიცია ცნობილი გახდება, რადიო თავისუფლება მას შემოგთავაზებთ. მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. 17 თებერვალს ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და გადაწყვეტილების აღსრულება შსს-ს დაავალა. 23 თებერვალს დილით, საპოლიციო ძალებმა ოპოზიციური პარტიის ლიდერი „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს. მელია 1 თვეზე მეტია პატიმრობაშია. ...
წყარო

Anka

თბილისი
  • 4 დღის წინ

Ninaka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 6 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 5 დღის წინ