შარლ მიშელი საქართველოშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოშია. თვითმფრინავი, რომლითაც ის მგზავრობდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაჯდა. მას აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დახვდნენ. შარლ მიშელს აეროპორტში კომენტარი არ გაუკეთებია, ის და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთობლივ ბრიფინგს გეგმავენ. საქართველოში ვიზიტის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თავად განაცხადა 19 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ქართველი პოლიტიკოსების მიერ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის დასრულების შემდეგ: „სიამოვნებით მინდა განვაცხადო, რომ ხვალ ჩამოვდივარ საქართველოში ყველა თქვენგანთან შესახვედრად, აგრეთვე იმისთვის, რომ გამოვხატო ნდობა და თქვენთან ერთად განვიხილო, როგორ გადავდგათ მეტი ნაბიჯი ერთად საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გასაძლიერებლად. მოუთმენლად ველი თქვენთან ხვალინდელ შეხვედრას. გმადლობთ და საუკეთესოს გისურვებთ“. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მედიაციის პროცესი, შარლ მიშელის პირველი ვიზიტის დროს, 2021 წლის 1 მარტს დაიწყო. 2 უშედეგო რაუნდის შემდეგ, 18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, რომლითაც მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში დაზუსტდა ორ ძირითადი შეუთანხმებელი პუნქტი - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. 19 აპრილს ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდნენ და დოკუმენტს ხელი მოაწერეს: „გირჩიდან“ ვახტანგ მეგრელიშვილმა, „მოქალაქეებიდან“ ალეკო ელისაშვილმა, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ გიორგი ვაშაძემ, „გირჩი-მეტი თავისუფლებიდან“ ზურაბ ჯაფარიძემ, „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ, „ლელოდან“ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ. დოკუმენტს ინდივიდუალურად შეუერთდნენ ენმ-ის წევრი სალომე სამადაშვილი და „ევროპული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე. შეთანხმებას მმართველი პარტიიდან ხელი მოაწერეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა. ...
წყარო

Elza

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 10 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 2 დღის წინ

Elenica

თბილისი
  • 13 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 1 წუთის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 2 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 6 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 6 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 13 თვის წინ