ბელარუსში ტერორიზმის მუხლით დააკავეს პროექტ ByChange-ის დამფუძნებელი ყოფილი გამომძიებელი

ბელარუსის რეჟიმმა, რომელიც განაგრძობს 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ რეპრესიებს და ოპონენტთა დევნას, მინსკში დააკავა ევგენი იუშკევიჩი. რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, იგი დაკავებულია ტერორიზმის მუხლით და იმყოფება ბელარუსის უშიშროების კომიტეტის იზოლატორში. ევგენი იუშკევიჩი, საგამოძიებო კომიტეტის ყოფილი გამომძიებელია, რომელმაც სპეციალური პროექტი ByChange-ი დააარსა მილიციიდან და უშიშროების ორგანოებიდან დათხოვნილი თანამშრომლების დასახმარებლად. ნოემბერში იუშკევიჩი დააკავეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მუხლით, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს გაუსვლელობის ხელწერილით. „მედიაზონის“ თანხმად, 17 მარტს, როდესაც საგამოძიებო კომიტეტში დაკითხვაზე იმყოფებოდა, იუშკევიჩის მანქანაში უცნობებმა შეაღწიეს, რაც ვიდეორეგისტრატორმა დააფიქსირა. იუშკევიჩმა ამ ინციდენტის შემდეგ განაცხადა, რომ უფრთხის პროვოკაციას. 9 აგვისტოდან მოყოლებული ბელარუსში რეჟიმის ოპონენტები და სამოქალაქო აქტივისტები განაგრძობენ საპროტესტო გამოსვლებს ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის, რეპრესიების შეწყვეტისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. თითქმის 9 თვის განმავლობაში ბელარუსში საპროტესტო აქციების მონაწილეთა, პრეზიდენტობის კანდიდატებისა და მათი შტაბების თანამშრომელთა მიმართ, ჯამში, 1800-მდე საქმე აღიძრა. ...
წყარო

Veronika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Bela transi

თბილისი
  • 10 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ella

თბილისი
  • 2 დღის წინ

Tika

თბილისი
  • 13 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 2 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 6 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 10 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 2 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ