სულ მცირე 12 ავღანელი სამხედრო დაიღუპა ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად

ქაბულის ცნობით, უსაფრთხოების ძალების სულ მცირე 12 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა წუხელ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში მომხდარი ექსტრემისტული თავდასხმების შედეგად. ყველაზე მეტი, 8 სამხედრო დაიღუპა ბადახშანის პროვინციაში, ზებაქის რაიონში მდებარე საკონტროლო პუნქტზე განხორციელებული იერიშის შედეგად. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, შეტაკების შედეგად დანაკარგი განიცადეს ექსტრემისტებმაც. ჰერათის პროვინციაში უსაფრთხოების ძალების სულ მცირე ორი თანამშრომელი დაიღუპა და 15 დაიჭრა თვითმკვლელი ტერორისტის მიერ დანაღმული ავტომობილით ასევე პოლიციის საგუშაგოზე მომხდარი თავდასხმის შედეგად. ორივე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. მორიგი სისხლიანი თავდასხმის ფონია, ავღანეთიდან კოალიციური ძალების მოსალოდნელი გაყვანის თარიღის მოახლოება. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 14 აპრილს განაცხადა, რომ 11 სექტემბრისათვის ავღანეთს დატოვებს კოალიციაში შემავალი ყველა, 10 000 ჯარისკაცი. ხოლო ჯარების გაყვანის პროცესი დაიწყება 1 მაისს. ...
წყარო

Svetlana

თბილისი
  • 4 დღის წინ

Babi

თბილისი
  • 5 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 13 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 11 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Dina

თბილისი
  • 2 დღის წინ

Qeti

თბილისი
  • 2 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 4 დღის წინ

Nini

ბათუმი
  • 14 თვის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 18 საათის წინ