ზურაბიშვილი: საქართველოს პარლამენტი დგას სხვა ევროპელ ქვეყნებთან უმაღლეს დონეზე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ილაპარაკა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის გაფორმებული შეთანხმების შესახებ. „ეს შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა და რომელიც არის თქვენი და თქვენი წარმომადგენლის და ასევე აშშ-ის დახმარებით მიღწეული, ძალიან ბევრს ნიშნავს შიდაპოლიტიკური წინსვლისთვის. პირველ რიგში ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა საზოგადოებისთვის, რამეთუ ეს საზოგადოება ნამდვილად იყო დაღლილი, მე ვიტყოდი, გადაღლილი ამ პოლარიზაციით და არეულობით. და თუნდაც შეურაცხყოფილი. იმიტომ, რომ ეს არ არის ის ღირებულებები, რაც ყველამ ვიცით, რომ უნდა იყოს საქართველოს ღირებულებები. დღეს საზოგადოებამ ამოისუნთქა და თვითონაც გრძნობს, რომ ეს არის მისთვის გამარჯვების დღე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ზურაბიშვილის აზრით, პოლიტიკურმა შეთანხმებამ შედეგი გამოიღო და ეს არის ინსტიტუტების გაძლიერება - პირველ რიგში, პარლამენტის გაძლიერება. „რამეთუ დღევანდელი დღიდან ეს არის მრავალპარტიული პარლამენტი“, - აღნიშნავს ის. როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, „ის ადგილი და უფლებები, რაც ენიჭება ოპოზიციას საქართველოს პარლამენტში, ნამდვილად ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი დგას სხვა ევროპელ ქვეყნებთან უმაღლეს დონეზე. იმიტომ, რომ ბევრი ქვეყანა არის, სადაც ასეთი უფლებები არ მიენიჭება ოპოზიციას და გახდა ქმედითუნარიანი და ყველანი ველოდებით, რომ ვნახოთ ეს შედეგები“. ზურაბიშვილი მიუთითებს პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერების შესახებ: „ის ფაქტი, რომ მთლიანად აქ შეიკრიბა ოპოზიცია დოკუმენტზე ხელმოწერისთვის, ეს უბრუნებს პრეზიდენტს თავის როლს, ნდობას და იმ პატივისცემას, რის გარეშეც პრეზიდენტი ვერ შეასრულებს თავის როლს. და მეტიც შეუძლია, რომ ალბათ გააკეთოს და თუ საჭირო გახდება (იმედი მაქვს, რომ აღარ გახდება საჭირო), რაღაც ფორმით მედიაცია შეასრულოს. მე მგონი, ეს არის საზოგადოების სურვილი, რომ აღარ გახდეს თქვენი [შარლ მიშელის] შეწუხება საჭირო“. სასამართლო და საარჩევნო სისტემა სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, შეთანხმებით საფუძველი ეყრება კიდევ ორი ინსტიტუტის გაძლიერებას და მათ აყვანას ევროპულ დონეზე - ერთი არის სასამართლო სისტემა, მეორე არის საარჩევნო სისტემა. „ის, რაც მოხდება მომავალ დღეებში, კვირებში, ჩვენ ამ რეფორმების მიხედვით, რომელიც ჩასმული არის ამ შეთანხმების დოკუმენტში, მივიღებთ ბევრად უფრო მაღალი დონის სასამართლო სისტემას და საარჩევნო სისტემას, რომელიც ასევე იქნება პრაქტიკაში გადატანილი, ოქტომბერში ჩვენი ადგილობრივი არჩევნების დროს“, - აცხადებს ზურაბიშვილი. три საერთაშორისო ურთიერთობები პრეზიდენტი შეთანხმების გაფორმების შემდეგ შედეგებს მოელის საგარეო პოლიტიკის კუთხითაც. „ეს შეთანხმება ასახავს უკვე ძალიან მჭიდრო კავშ...
წყარო

Kristi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 6 დღის წინ

Rita

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 2 დღის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 17 საათის წინ

Nina

თბილისი
  • 10 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 7 დღის წინ