ბარამიძე: ჩემთვის როგორც პოლიტიკოსი გრიგოლ ვაშაძე დამთავრებულია

ჩემთვის როგორც პოლიტიკოსი გრიგოლ ვაშაძე დამთავრებულია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. წამყვანის კითხვაზე, ითანამშრომლებს თუ არა მომავალში ერთიანი ოპოზიციური ფრონტის ფარგლებში გრიგოლ ვაშაძესთან იმის მიუხედავად, რომ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა, ბარამიძე აცხადებს, რომ „თეორიულად ნებისმიერთან შეიძლება ურთიერთობა“. „ჩემთვის როგორც პოლიტიკოსი გრიგოლ ვაშაძე დამთავრებულია, მაგრამ მომავალში თეორიულად ნებისმიერთან შეიძლება ურთიერთობა. ბოროტებას არ დავარქმევდი ვაშაძეს, უბრალოდ, პოლიტიკურად გაქრა და ადამიანურად ჩემს თვალში ძალიან დაპატარავდა. თუ ის რაიმეთი მაინც დაეხმარება ჩვენ ქვეყანას, რომ პუტინის მსახურის, ბანდიტების ხროვა ჩვენ ქვეყანას მშვიდობიანად და აურზაურის გარეშე მოვაცილოთ, მე ნებისმიერთან ვითანამშრომლებდი. თქვენ რა გგონიათ აქამდე ვისთანაც ვიყავით ყველა გულზე ვეხატებოდით ერთმანეთს თუ რა? ყველა ვიტანდით ერთმანეთს და უნდა ავიტანოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ასე შეიძლება პარტიაშიც იყოს ადამიანები, ვინც მაინდამაინც გულზეც არ გეხატება, ეს ჩვეულებრივი ამბავია. სამწუხაროდ, ისეა რომ ზოგჯერ ოჯახში ძმა ძმას არ ელაპარაკება, მაგრამ მამა-შვილობა და და-ძმობა ხომ არ უნდა მოიშალოს“ , – განაცხადა ბარამიძემ....
წყარო

Ania

თბილისი
  • 2 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 11 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 1 დღის წინ

Aida

თბილისი
  • 6 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 17 საათის წინ

Anka

თბილისი
  • 8 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 3 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 13 თვის წინ