გერმანიის კანცლერის კანდიდატად „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ არმინ ლაშეტი აირჩია

20 აპრილს გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერი არმინ ლაშეტი მმართველი „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) ხელმძღანელობამ აირჩია კანცლერის კანდიდატად სექტემბრისთვის დანიშნულ არჩევნებში. არმინ ლაშეტის კანდიდატურას ერგო 31 ხმა, ხოლო 9 ხმა - მარკუს ზიოდერს, მმართველ ბლოკში შემავალი ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირის (CSU) ლიდერს. მანამდე, 16 იანვარს, არმინ ლაშეტი გერმანიის კონსერვატიულმა ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU) ახალ ლიდერად აირჩია. ინტერნეტით გამართულ კენჭისყრაში 59 წლის ლაშეტმა დაამარცხა ფრიდრიხ მერცი, კონსერვატორი და ერთ დროს მერკელის მეტოქე. ლაშეტმა 521 ხმა მიიღო, მერცმა - 466. მესამე კანდიდატი, გავლენიანი დეპუტატი ნორბერტ რიოტგენი, კენჭისყრას პირველ ეტაპზე გამოეთიშა. ლაშეტი 2017 წლიდან ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერია და მერკელთან თითქმის ყველა საკითხში თანხმდებოდა ხოლმე - თუმცა საგარეო პოლიტიკაში უფრო რბილი მიდგომის მომხრედ მიიჩნევენ, რაც ნიშნავს, რომ მან, შესაძლოა, უფრო შემრიგებლური ტონალობა აირჩიოს მოსკოვთან მიმართებით. 2021 წლის 26 სექტემბერს გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნები ტარდება. მოქმედი კანცლერი, ანგელა მერკელი, ამ პოსტზე 16-წლიანი მუშაობის შემდეგ აღარ აპირებს კენჭისყრაში მონაწილეობას. ...
წყარო

Milana

თბილისი
  • 8 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 1 დღის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 9 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 3 დღის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 2 დღის წინ

Elisa

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Elenica

თბილისი
  • 13 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 14 თვის წინ