ირაკლი ღარიბაშვილი მელიას გათავისუფლების შესახებ - ჯერი ოპოზიციაზეა

მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ერთობლივ პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვაზე, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლებას შეეხებოდა, პრემიერმა თქვა, რომ ხელისუფლებამ, მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით, გააკეთა ყველაფერი, რომ ნიკა მელია საპატიმროში არ დარჩენილიყო. „რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ერთად, დოკუმენტზე ხელმოწერით შევქმენით ყველა ის საფუძველი, და მანამდეც იყო საფუძველი იმისთვის, რომ ბატონი მელია არ დარჩენილიყო საპატიმროში. აქედან გამომდინარე, მე მგონი, პასუხი გაცემულია კითხვაზე, შესაბამისად, ახლა ჯერი არის ოპოზიციაზე და მათ ქმედებაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შარლ მიშელმა გამოხატა რწმენა, რომ დოკუმენტის აღსრულებაზე მხარეები აიღებენ პასუხისმგებლობას. „დარწმუნებული ვარ, ყველა აიღებს პასუხისმგებლობას, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულდეს, ეს სანდოობის საკითხია. ჩვენ შევხვდით სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერს ბოლო დღეების განმავლობაში და მაქვს განცდა, რომ არსებობს ძლიერი პოლიტიკური ნება ნაბიჯების სწორი მიმართულებით გადასადგმელად და სწორი ნაბიჯების გადადგმა ამ შეთანხმების განხორციელებაა“, - აღნიშნა შარლ მიშელმა. საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ საქართველოს პროკურატურას და უშუალოდ პროკურორს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმის წარმოებაშია ჩართული, შეუძლია სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტოს. მელიას პატიმრობა არის ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც "ნაციონალური მოძრაობა" ამ ეტაპზე ხელს არ აწერს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების დოკუმენტს. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მედიაციის პროცესი, შარლ მიშელის პირველი ვიზიტის დროს, 2021 წლის 1 მარტს დაიწყო. ასევე ნახეთ ნინო ლომჯარია ნიკა მელიას ციხეში შეხვდა 2 უშედეგო რაუნდის შემდეგ, 18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, რომლითაც მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში დაზუსტდა ორ ძირითადი შეუთანხმებელი პუნქტი - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. 19 აპრილს ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდნენ და დოკუმენტს ხელი მოაწერეს: „გირჩიდან“ ვახტანგ მეგრელიშვილმა, „მოქალაქეებიდან“ ალეკო ელისაშვილმა, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ გიორგი ვაშაძემ, „გირჩი-მეტი თავისუფლებიდან“ ზურაბ ჯაფარიძემ, „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ, „ლელოდან“ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ. დოკუმენტს ინდივიდუალურად შ...
წყარო

Marikuna

თბილისი
  • 13 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ilona

თბილისი
  • 4 დღის წინ

Олеся

თბილისი
  • 3 დღის წინ

Saly

თბილისი
  • 8 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 დღის წინ

Нора

თელავი
  • 8 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 3 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 8 თვის წინ