შარლ მიშელის თქმით, შეთანხმება უნდა აღსრულდეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ - მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახლა მნიშვნელოვანია აღსრულდეს შეთანხმების პირობები. შეთანხმებისა, რომელზე ხელმოწერითაც სხვადასხვა პოლიტიკურმა ლიდერმა თავისი დამოკიდებულებების შესახებ მკაფიო მესიჯი გასცა. „დარწმუნებული ვარ, მრავალი პოლიტიკური ლიდერის მიერ ხელმოწერასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ძალიან ძლიერი სიგნალი და ძლიერი მესიჯია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ახლა ეს უნდა აღსრულდეს. პოლიტიკურმა ლიდერებმა და მთავრობამ უნდა ითანამშრომლონ ქართველი პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილების აღსასრულებლად. მთავარი პრიორიტეტები საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, კანონის უზენაესობა იმ დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნდამენტია, რომელიც ჩვენ გვწამს. მთავრობა, პარლამენტი, ასევე პრეზიდენტი, ეს ფუნდამენტია. ვინაიდან ეს არის საუკეთესო გარანტია ხალხის, მოქალაქეების უკეთესი მომავლისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ ყველაფერი მარტივად იქნება. რასაკვირველია, დემოკრატიული დებატები ხანდახან ნიშნავს დაძაბულობას, განსხვავებულ აზრებს პრიორიტეტებზე, ერთად ყოფნის გზებზე. უმთავრესი არის ერთიანობა და ამ ქვეყნის საერთო ინტერესი და იმედია, სხვებიც შეუერთდებიან შეთანხმებას და ვგრძნობ, რომ გუშინ ხელმოწერილი დოკუმენტი არის მეტი სუვერენულობის საწყისი წერტილი. მეტი პოლიტიკური სტაბილურობისა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისი ძლიერი პოლიტიკური ნება“, - განაცხადა შარლ მიშელმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დოკუმენტის აღსრულებას მისი პოლიტიკური გუნდის მხრიდან ბარიერები არ შეექმნება. „რაც შეეხება უშუალოდ იმპლემენტაციას და ასე ვთქვათ, შეთანხმების შესრულებას, მე შემიძლია დაგიდასტუროთ ჩვენი გუნდის სახელით, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან არავითარი შეყოვნება არ იქნება, ჩვენ მაქსიმალურად ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულდეს ყველა ის პირობა, რომელზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მედიაციის პროცესი, შარლ მიშელის პირველი ვიზიტის დროს, 2021 წლის 1 მარტს დაიწყო. 2 უშედეგო რაუნდის შემდეგ, 18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, რომლითაც მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში დაზუსტდა ორ ძირითადი შეუთანხმებელი პუნქტი - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. 19 აპრილს ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდნენ და დოკუმენტს ხელი მოაწერეს: „გირჩიდან“ ვახტანგ მეგრელიშვილმა, „მოქალაქეებიდან“ ალეკო ელისაშვილმა, „სტრატ...
წყარო

Kato

თბილისი
  • 2 დღის წინ

Ирина

თბილისი
  • 3 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 3 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Mariko

თბილისი
  • 16 დღის წინ

Alena

თბილისი
  • 4 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 10 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 13 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 6 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 9 თვის წინ