ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე პროგრესის მიუხედავად, მომლაპარაკებლებს წინ ელით დიდი „რთული სამუშაო"

ირანმა და მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა მიაღწიეს პროგრესს 2015 წლის შეთანხმების გადასარჩენად, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად აუცილებლად საჭიროა „გაცილებით დიდი დაძაბული მუშაობა“, - განაცხადა 20 აპრილს ევროკავშირის საერთაშორისო პოლიტიკური სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილემ, ენრიკე მორამ. ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ბრიტანეთის, გერმანიის, ირანის, რუსეთისა და ჩინეთის დელეგაციები ევროკავშირის შუამავლობით და აშშ-ის არაპირდაპირი მონაწილეობით. „მონაწილეებმა შეაჯამეს ვენაში მიმდინარე დისკუსიის დროს მიღწეული პროგრესი სანქციების მოხსნისა და ბირთვულ იმპლიმენტაციასთან დაკავშირებით, რაც საჭიროა, ერთობლივ და მრავლისმომცველ სამოქმედო გეგმაში (JCPOA) აშშ-ის სავარაუდო დაბრუნების, მისი სრული და ეფექტიანი რეალიზებისთვის“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში. ერთობლივმა კომისიამ, რომელიც მოლაპარაკებებს კურირებს, მიიღო გადაწყვეტილება ექსპერტთა მესამე ჯგუფის შექმნის შესახებ, „რათა მოხდეს შესწავლა შესაბამისის ზომების თანამიმდევრული შესწავლა“. მოლაპარაკებებში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, მიხაილ ულინოვმა, ტვიტერში დაწერა, რომ ჯგუფი შეეცდება გამოძებნოს „ირანის ბირთვული შეთანხმების სრული აღდგენისკენ მიმავალი პრქტიკული ნაბიჯები.“ ირანის მთავარმა ბირთვულმა მომლაპარაკებელმა, აბას არაკჩიმ, 20 აპრილს განაცხადა, რომ მიუხედავდ იმისა, რომ მოლაპარაკებები წინ მიიწევს, თეირანი შეწყვეტს მოლაპარაკებებს, თუ წააწყდება „დაუსაბუთებელ მოთხოვნებს“, დროის ფუჭად დაკარგვას ან ირაციონალურ მოლაპარაკებებს, - უთხრა ირანის სახელმწიფო მოხელემ მედიას. ვენაში დაწყებულ მოლაპარაკებას ბიძგი მისცა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელმაც მიანიშნა, რომ მზადაა განაახლოს თავისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის მიერ მიტოვებული შეთანხმება, მაგრამ მისი მთავრობა აცხადებს, რომ მანამდე ირანი უნდა დაუბრუნდეს ბირთვულ სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. თეირანი კი დაჟინებით იმეორებს, რომ ის არ ჩაერთვება აშშ-სთან არანაირ მოლაპარაკებებში და მანამ არ გადადგამს არავითარ ნაბიჯს, სანამ ვაშინგტონი უარს არ იტყვის თეირანისადმი დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებზე. ...
წყარო

Elena

თბილისი
  • 13 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 9 დღის წინ

Zarra

თბილისი
  • 7 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 10 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 10 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 10 თვის წინ

Bela transi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 13 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 2 თვის წინ