სენატორი ჯიმ რიში: საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა დაიცვან ახალი შეთანხმების სულისკვეთება

აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის წამყვანი წევრი, რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის ორშაბათს ხელმოწერილ შეთანხმებას, რომელიც, სენატორის აზრით, ოქტომბრის საპრლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული „პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს“ წარმოადგენს. „მიხარია, რომ ვხედავ, რომ შეთანხმება მოიცავს სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს, რეზოლუციას საპატიმროში მყოფი ორი ოპოზიციონერი ფიგურის თაობაზე და დაპირებას, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში. ორივე მხარემ გამოავლინა ლიდერობა და გამბედაობა მათ იმ ძალისხმევაში, რომ მიეღწიათ კომპრომისისთვის თავიანთი ქვეყნისა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ, და ამ შეთანხმებას ძალუძს საქართველოს დაბრუნება ევროატლანტიკურ გზაზე“, - წერს განცხადებაში სენატორი რიში, რომელიც განსაკუთრებული მადლიერებით ახსენებს მოლაპარაკების პროცესში ევროკავშირის ხელმძღვანელობისა და აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის „დაუღავალ მუშაობას“. „კომპრომისის მიღწევა არის პირველი ნაბიჯი, მაგრამ შეთანხმების სიმტკიცის ჭეშმარიტი გამოცდა მისი რეალიზება იქნება. „ქართული ოცნებაც" და ოპოზიციაც პასუხისმგებლები იქნებიან ამ შეთანხმების შინაარსისა და სულისკვეთების დაცვაზე, და ასევე პოლიტიკური ნდობის აღდგენაზე. და როგორც არაერთხელ მითქვას, საქართველომ უნდა გადაუხვიოს პოლიტიკური დევნის გზიდან და უნდა იაროს ძლიერი და აყვავებული ქვეყნისკენ. მაგრამ აშშ-ი, მათ რიცხვში საქართველოს მეგობართა ჯგუფი აშშ-ის კონგრესში, ყურადღებით დააკვირდებიან ამ შეთანხმებას, რომელსაც ქვეყანა სწორედ ასეთი მიმართულებით მიყავს," - წერს სენატორი ჯიმ რიში. მანამდე საქართველოში 19 აპრილს მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებას მიესალმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი ტვიტერზე წერს, რომ კეთილი ნების ეს ნიშანი მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება შეთანხმების შესრულება. პრაისი ადასტურებს, რომ ისევ მზად არიან საქართველოს დასახმარებლად, რათა უზრუნველყოფილი იყოს შეთანხმების მიზნების მიღწევა. ...
წყარო

Teona

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 4 დღის წინ

Олеся

თბილისი
  • 3 დღის წინ

Ирина

თბილისი
  • 3 დღის წინ

Nitaa

თბილისი
  • 3 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 13 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 2 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 10 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 11 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 13 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 10 თვის წინ