გიორგი ვაშაძე: ერთკვირიანი ვადა ჩართულია

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ უკვე ჩართულია ერთკვირიანი ვადა, რომლის განმავლობაში უნდა დაიწყოს იმ მთავარი საკითხების მოგვარება, რომელიც ევროკავშირის მედიატორობით შექმნილ დოკუმენტში აისახა. ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ უახლოეს დღეებში, კერძოდ ხვალ ან ზეგ საქართველოს პრეზიდენტის მიერ "მთავარი არხის" მეწილის გიორგი რურუას შეწყალებას ელოდება. რაც შეეხება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხს, გიორგი ვაშაძემ მედიასთან აღნიშნა, რომ ამ მიზნით ერთი კვირის ვადაში დარეგისტრირდება კანონი ამნისტიის შესახებ. „რადგან ნიკა მელია უარს ამბობს ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდაზე, დარეგისტრირდება კანონი ამნისტიის შესახებ. მე პირადად ვაცხადებ, რომ რა თქმა უნდა, ჩემი ხმა ექნება ამნისტიის კანონს იმისთვის, რომ გამოვიდეს ნიკა მელია საპატიმრო დაწესებულებიდან. მანამდე ჩვენ, რა თქმა უნდა ვართ იმ რეჟიმში, რაშიც ვართ. ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც მათ შორის შეთანხმებაშია გაწერილი. ერთი კვირის მანძილზე უნდა გადაიდგას ყველა ეს ნაბიჯი და დღეიდან უკვე ეს ერთი კვირა ჩართულია. მე მგონი ყველასთვის ყველაფერი გასაგებია და მე მოვუწოდებ ასევე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, რომ ამ შეთანხმების ინტერპრეტაციების დრო აღარ არის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მთავარი გზავნილი პარტიების წარმომადგენლების მიმართ იყო ის, რომ მთელი ძალისხმევა მიღწეული დოკუმენტის იმპლიმენტაციაზე იყოს მიმართული. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში დღეს, 20 აპრილს 15 საათისთვის ჩამოვიდა და შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტისა თავმჯდომარესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. საქართველოში ვიზიტის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა 19 აპრილს მას შემდეგ განაცხადა, რაც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ქართველი პოლიტიკოსების ნაწილის მიერ ხელი მოეწერა დოკუმენტს "სამომავლო გზა საქართველოსთვის". 2 უშედეგო რაუნდის შემდეგ, 18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, რომლითაც მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში დაზუსტდა ორ ძირითადი შეუთანხმებელი პუნქტი - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. დოკუმენტს „ქართულ ოცნებასთან" ერთად ხელი მოაწერა...
წყარო

Vika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Elena

თბილისი
  • 3 საათის წინ

Ella

თბილისი
  • 2 დღის წინ

Eva

თბილისი
  • 19 საათის წინ

Nuca

თბილისი
  • 11 თვის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 10 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 13 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 2 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 2 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 13 თვის წინ