ახლა რომ მნახოთ, გაგეცინებათ, საკანში ჩონჩხი ბარბაცით დადის – ჩემი ანალიზებით, ან რეანიმაციაში, ან კუბოში უნდა ვიყო, მაგრამ არა, ასე ადვილად ვერ წამიყვანთ!

პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნი შიმშილობის ფონზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს და აცხადებს, რომ ბარბაცით მოსიარულე ჩონჩხს დაემსგავსა. „გაგეცინებათ, ახლა რომ მნახოთ, საკანში ჩონჩხი დაბარბაცებს. ახლა ჩემით იმ ბავშვების შეშინება შეიძლება, რომლებიც საჭმლის ჭამაზე უარს აცხადებენ: მაშენკა, თუ ფაფას არ შეჭამ, იმ ძიას დაემსგავსები, დიდი ყურებით, თავის ქალაზე გადაკრული ტყავითა და ჩაღრმავებული თვალებით, – არა დედა, არა, მე ყველაფერს შევჭამ და დამატებასაც მოვითხოვ,“- წერს ნავალნი „ინსტაგრამზე.“ “გამეცინა, როდესაც წავიკითხე ციტატები, რომ კალიუმის ისეთი დონით, რომელიც ჩემს ანალიზებშია, ან რეანიმაციაში, ან კუბოში უნდა ვიყო. მაგრამ არა, მე ასე ადვილად ვერ წამიყვანთ. “ნოვიჩოკის” შემდეგ არც კალიუმის არ მეშინია”, – წერს პოლიტიკოსი. ამასთან, ის მხარდამჭერებს მადლობას ეუბნება მის მიმართ გამოჩენილი თანადგომისთვის. „წუხელ ჩემთან ადვოკატი შემოვარდა ზუსტად 5 წუთით და მიამბო თქვენი დიდი მხარდაჭერის შესახებ. რუსეთშიც და მთელ მსოფლიოშიც. ეს მომენტი ძალიან ძვირფასი იყო. დიდი მადლობა თქვენ. ისეთებისთვის, როგორიც მე ვარ, რომელსაც არაფერი აქვს წყლიანი ჭიქის გარდა, იმედი და საკუთარი გადაწყვეტილებების რწმენა ძალიან ბევრს ნიშნავს. ასეა რუსეთშიც და მსოფლიოშიც, ციხეშიც და თავისუფლებაზეც. მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა. ეს რთული არაა, მაგრამ უსამართლობისა და უკანონობის წინააღმდეგ უკეთესი იარაღი არ არსებობს,“- წერს კრემლის კრიტიკოსი. შეგახსენებთ, პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნი მარტის ბოლოდან შიმშილობს. მისმა ექიმმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის მესამე კვირაში სწრაფად უარესდება და ის, შესაძლოა, სიკვდილის პირას აღმოჩნდეს. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ ექიმებმა ნავალნის ვლადიმირის საოლქო საავადმყოფოს სტაციონარულ განყოფილებაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია....
წყარო

Anna

თბილისი
  • 17 საათის წინ

Mila

თბილისი
  • 13 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 2 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 7 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 11 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Inga

თბილისი
  • 6 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 6 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 11 თვის წინ