რუსეთში ქუჩებს კეტავენ - დღეს პუტინის მიმართვის და ნავალნის მომხრეთა აქციების დღეა

მოსკოვში დილიდან დაიწყეს კრემლის მიმდებარე ქუჩების და მოედნების გადაკეტვა. მობილიზებულია პოლიცია და ეროვნული გვარდია. ხელისუფლება მიზეზად ასახელებს ფედერალური კრებისადმი რუსეთის პრეზიდენტ პუტინის დღევანდელი მიმართვისას უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ზომების გაძლიერება უკავშირდება ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად დღეს დაგეგმილ აქციებს. მოსკოვის მერიამ აქციების ჩატარების ნებართვა არ გასცა, რუსეთის შსს-მ და გენერალურმა პროკურატურამ კი, მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ მასობრივი არეულობებისთვის პასუხს აგებენ. ცენტრალური ქუჩები და მოედნები დაკეტეს რუსეთის სხვა ქალაქებშიც. კოსტრომასა და ულან-უდეში მიზეზად დაასახელეს ტკიპების საწინააღმდეგო დეზინფექცია, ხოლო ეკატერინბურგში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმის რეპეტიცია. რუსული სოციალური ქსელებიდან ВКонтакте და Одноклассники შლიან აქციებში მონაწილეობისკენ მოწოდებებს. მიზეზად ასახელებენ ფედერალური სამსახურის „როსკომნადზორის“ გაფრთხილებას დაჯარიმების შესახებ. ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნი ორ კვირაზე მეტია შიმშილობს ვლადიმირის ოლქის კოლონიაში. ის ამჟამად ციხის საავადმყოფოშია, მძიმე მდგომარეობაში. „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც 2020 წლის აგვისტოს ბოლოს რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ, მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს, 18 იანვარს კი 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს. 2 თებერვალს მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის ე.წ. „ივ როშეს“ საქმესთან დაკავშირებით ადრე მისჯილი პირობითი პატიმრობა რეალური სასჯელით შეუცვალა. მან პატიმრობაში კიდევ 2 წელი და 5 თვე უნდა გაატაროს. ...
წყარო

Maria

თბილისი
  • 7 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Tata

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 13 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 8 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 10 თვის წინ

Нора

თელავი
  • 8 თვის წინ