ოკუპირებული გალიდან გადმოსული 585 მგზავრიდან კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 19 აპრილიდან დღემდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან 587 მგზავრი შემოვიდა დანარჩენ საქართველოში, რომელთაც კორონავირუსზე სწრაფი ტესტირება ჩაუტარეს. 21 აპრილის დილის მონაცემებით, კორონავირუსი დაუდასტურდა გალიდან მომავალ ერთ მგზავრს. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განმარტა, საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან 2 დღის განმავლობაში შემოსული 587 მგზავრიდან მხოლოდ ორია ცხინვალიდან, დანარჩენი კი გალის რაიონის მცხოვრებია. 19 აპრილიდან ოკუპირებული ტერიტორტიებიდან გადმომსვლელთათვის 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად კორონავირუსზე ტესტირება დაინერგა. ამ სიახლის შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის სამეგრელოსთან დამაკავშირებელი ენგურის ხიდი მგზავრებით ისევ დაიტვირთა. მოქალაქეებს ტესტირება ენგურის ხიდთან, ქართული პოლიციის საგუშაგოსთან გახსნილ სამედიცინო პუნქტებში უტარდებათ. ცალკე კარვებია განთავსებული გადმომსვლელთა დასაყოვნებლად. იმ შემთხვევაში თუ მგზავრს საეჭვო სიმპტომი აღმოაჩნდება ან დაუდასტურება კორონავირუსი, ცალკე კარავია, სადაც პირი დარჩება ჰოსპიტალში ან საკარანტინე სივრცეში გადაყვანამდე. ეს დამოკიდებულია მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. 5 დღიანი კარანტინის გაუქმების გადაწყვეტილება, ცენტრალურმა ხელისუფლებამ 14 აპრილს მიიღო, რასაც წინ უძღოდა საპროტესტო აქციები ზუგდიდსა და თბილისში და მდინარე ენგურში ოთხი გალელის დაღუპვა. გალელებს ყოველდღიური საჭიროებებისთვის, მათ შორის სურსათის, მედიკამენტების და ჯანდაცვის სერვისების მისაღებად უწევთ საოკუპაციო ხაზის კვეთა 1-2 დღით. 5-დღიანი კარანტინის პირობებში კი, ამ სერვისების მიღებას ვერ ახერხებდნენ....
წყარო

Qrtusa

თბილისი
  • 8 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ella

თბილისი
  • 4 დღის წინ

Ekuna

თბილისი
  • 8 თვის წინ

Олеся

თბილისი
  • 3 დღის წინ

Ирина

თბილისი
  • 3 დღის წინ

Luba

თბილისი
  • 1 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 5 საათის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 13 თვის წინ