გარდაიცვალა კოვიდპაციენტი, რომელიც ქუთაისის კლინიკის ფანჯრიდან გადავარდა

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გადავარდა ჩხობაძის სახელობის კლინიკის მეხუთე სართულის ფანჯრიდან. 64 წლის მამაკაცი დაახლოებით ორ საათში გარდაიცვალა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო. ინფიცირებულ კაცს, რომელსაც პნევმონია ჰქონდა, საავადმყოფოში ბოლო 5 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ. ამავე კლინიკის კოვიდპაციენტია გარდაცვლილის შვილი. საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, გიორგი სანდუხაძის ინფორმაციით, მამაკაცი მშვიდი და გაწონასწორებული პაციენტი იყო და ფსიქოლოგიური პრობლემები არ აღენიშნებოდა: „პაციენტს რაიმე პრეტენზია არ გამოუხატავს. ფანჯრიდან გადავარდნის დროს შვილი პალატაში არ იყო, ნათესავებს ესაუბრებოდა სხვა ფანჯრიდან. შვილი მიზეზებზე ვერ საუბრობს, შოკშია“. პოლიციამ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ...
წყარო

Mila

თბილისი
  • 13 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ninaka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Mako

თბილისი
  • 6 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 13 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 6 თვის წინ