პუტინი ემზადება პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლისთვის

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ემზადება პარლამენტის გაერთიანებულ სხდომაზე თავისი მეჩვიდმეტე ყოველწლიური გამოსვლისთვის, რომელიც 21 აპრილს გაიმართება, შიდა და საგარეო პოლიტიკაში ბევრი მწვავე საკითხის ფონზე. საერთაშორისო თვალსაზრისით, მისი გამოსვლის ფონია გაღრმავებული დაძაბულობა რუსეთსა და დასავლეთს შორის, უკრაინასთან კონფლიქტი და მღელვარება მეზობელ ბელარუსში, აგვისტოში ჩატარებული, კამათის საგნად ქცეული არჩევნების შემდეგ. ქვეყნის შიგნით, პუტინი ილაპარაკებს იმ დროს, როცა რუსეთის მასშტაბით საპროტესტო აქციები იქნება პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერისთვის, ალექსეი ნავალნისთვის დამოუკიდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის მოთხოვნით. მნიშვნელოვანი საკითხებია აგრეთვე მზადება 19 სექტემბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისთვის და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური სირთულეები. პუტინის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, მოსკოვში აშშ-ის ელჩმა, ჯონ სალივანმა გამოაცხადა, რომ აშშ-ში ჩავა კონსულტაციებისთვის, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, გავრცელებული ცნობებით მისი კიბერთავდასხმისთვის აშშ-ზე და ჩარევისთვის 2016 და 2020 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში. რუსეთმა ასევე გააძლიერა სამხედრო ძალები უკრაინასთან საზღვართან და ანექსირებულ ყირიმში. 21 აპრილის საღამოსთვის დანიშნული საპროტესტო აქციების წინ, პოლიციამ რეიდი მოაწყო ნავალნის ორგანიზაციის რამდენიმე რეგიონულ ოფისში. ...
წყარო

Ирина

თბილისი
  • 9 დღის წინ

Elisa

თბილისი
  • 9 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 13 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 6 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 6 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 10 თვის წინ

Олеся

თბილისი
  • 9 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 6 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 18 საათის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 13 თვის წინ