ევროკავშირის უწყება: J&J-ის ვაქცინის სარგებელი აჭარბებს თრომბის მინიმალურ საფრთხეს

ევროპის მედიკამენტების მარეგულირებელი უწყება ამბობს, რომ არსებობს "შესაძლო კავშირი" Johnson & Johnson-ის წარმოებულ, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასა და სისხლის თრომბების ძალიან იშვიათ შემთხვევებს შორის, თუმცა კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ აცრის სარგებელი მნიშვნელოვნად აჭარბებს ამ მინიმალურ საფრთხეს. ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) ამ შეფასების ფონზე, აშშ მიმდინარე კვირაში საკუთარ შემოწმებას ჩაატარებს, მას შემდეგ, რაც იქ სიფრთხილის გამო შეაჩერეს ეს, ერთი ინექციისგან შემდგარი აცრა. EMA-ის უსაფრთხოების კომიტეტი გამოდის გაფრთხილებით, პრეპარატს გვერდითი მოვლენების ჩამონათვალში დაემატოს თრომბის იშვიათი შემთხვევები. "ეს ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენაა", - აცხადებს EMA-ს ხელმძღვანელი, ემერ კუკი ჟურნალისტებთან და დასძენს: "მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ექიმებმა და პაციენტებმა იცოდნენ მისი სიმპტომები, რათა შეამჩნიონ პრობლემა". მარტში უწყება გამოვიდა გაფრთხილებით, ანოტაცია ანალოგიურად შეცვლილიყო AstraZeneca-ს ვაქცინაზეც, თრომბის იშვიათ შემთხვევებთან მისი კავშირის გამო. ევროკავშირმა J&J-ის ვაქცინა 3 მარტს დაამტკიცა გამოსაყენებლად, თუმცა იქ მისით ვაქცინაცია ჯერ არ დაწყებულა. აშშ-ში ეს პრეპარატი 7 მილიონამდე შემთხვევაში გაკეთდა და თრომბის გამოწვევის ექვს შემთხვევაზე გახდა ცნობილი. ...
წყარო

Nuca

თბილისი
  • 11 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 8 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 1 საათის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 2 დღის წინ

Monika

თბილისი
  • 9 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Anastasia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Qeti

თბილისი
  • 2 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 14 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ