რადგან შეთანხმების დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერები გახდა გასაკეთებელი, მეც მოვედი და მოვაწერე

ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერშემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა. უსუფაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა. როგორც მან ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, მნიშვნელოვანია მხარეებს შორის შეთანხმება შედგეს და ქვეყანაში მშვიდობა იყოს. „დოკუმენტზე ხელი მოაწერეს „ლელოს“ ლიდერებმა პარტიის სახელით და ბუნებრივია, აქ მეც ვიგულისხმებოდი, თუმცა ვინაიდან ასე წავიდა პროცესი, რომ ინდივიდუალური ხელმოწერები გახდა გასაკეთებელი, მეც მოვედი და მოვაწერე. ახლა ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპია იმიტომ, რომ შეთანხმებას თავიდანვე ცოტა მომხრე და ბევრი წინააღმდეგი ჰყავდა, პირველ რიგში მმართველი პარტიის მხრიდან. ამ შეთანხმების აღსრულებისთვის არის ძალიან ბევრი კონკრეტული თემა და პრობლემა მოსაგვარებელი. ამისთვის საჭიროა იმ ოპოზიციური და საზოგადოებრივი ძალების ერთიანობა, ვინც ხვდება, რომ ქვეყანა არის უფსკრულის პირას და ქვეყანა სწორი მიმართულებით უნდა შემოვატრიალოთ. ამას სჭირდებოდა ეს შეთანხმება. კარგია, რომ მოიძებნა ფორმულირებები, რომელიც დასახვეწია, ბევრი იქნება ინტერპეტაცია”,-განაცხადა უსუფაშვილმა. მისი თქმით, ეს არ არის დოკუმენტი, რომელიც ხვალ სამუშაო ადგილებს გააჩენს ან ქვეყანაში უსამართლობას მოსპობს. „ეს არის დოკუმენტი, რომელიც გახსნის გზას უკეთესი ცხოვრებისკენ და უკეთესი არჩევნებისკენ. ამიტომ, თუ ვინმე ელოდა, რომ ამ დოკუმენტით ცუდი ხელისუფლება კარგით შეიცვლებოდა, „ქართული ოცნება“ გადასხვაფერდებოდა ან სამუშაო ოთახს დატოვებდა, ცხადია, ეს მიამიტობა იყო”, – განაცხადა უსუფაშვილმა....
წყარო

Anna

თბილისი
  • 19 საათის წინ

Viktoria

თბილისი
  • 2 დღის წინ

Maria

თბილისი
  • 7 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 8 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 6 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 13 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 10 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 5 დღის წინ

Oksana

თბილისი
  • 1 დღის წინ