რაც უფრო სწრაფად დაიხურება ამნისტიის საკითხი, მივაღწევთ იმას, რომ ოპოზიციური სპექტრი არ წავა დანაწევრების გზით

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების დოკუმენტში გაწერილი პირობების შესრულება ერთ კვირაში დაიწყება. პარლამენტი ამნისტიის პროექტზე მუშაობას სამშაბათიდან დაიწყებს. 27 აპრილს კი პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს. არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა პარტიების მხრიდან ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, რომელიც უარს ამბობს როგორც გირაოს მეშვეობით გათავისუფლებაზე, ასევე ამნისტიაზეც, იმ შემთხვევაში, თუ ამით ძალადობაში ბრალდებული სამართალდამცველებიც ისარგებლებენ. სალომე სამადაშვილი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის გამო თანაპარტიელებთან დაპირისპირება მოუწია, მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება კრიზისის მოგვარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. “რაც უფრო სწრაფად დაიხურება ამნისტიის საკითხი, ვფიქრობ, რომ მით უფრო სწრაფად მივაღწევთ იმას, რომ ოპოზიციური სპექტრი არ წავა დანაწევრების გზით,” – აცხადებს სალომე სამადაშვილი. “ლელოში” აცხადებენ, რომ მათ ვაჭრობაში მონაწილეობა არ მიუღიათ და ფოკუსირებული არიან საუკეთესო გამოსავლის მოძებნაზე.  “სტრატეგია აღმაშენებელში” კი ამბობენ, რომ ამნისტიის შესახებ კანონი დაასრულებს ამ პრობლემას და ნიკა მელია გათავისუფლდება საპატიმროდან. “გირჩში” მიიჩნევენ, რომ გირაოზე უარის თქმა ნიშნავს ნიკა მელიას მხრიდან პოლიტპატიმრის სტატუსზე უარის თქმას....
წყარო

Aida

თბილისი
  • 6 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Ninaka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Олеся

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ania

თბილისი
  • 2 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 7 დღის წინ

Nini

ბათუმი
  • 13 თვის წინ

Mako

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 2 დღის წინ

Anastasia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ