ჩეხეთის პოლიციამ დააკავა უკრაინელი სეპარატისტების შეიარაღებული მხარდამჭერები

ჩეხეთის პოლიციამ ოპერაცია ჩაატარა შეიარაღებული გაერთიანებების წინააღმდეგ, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან, რომ ჩართული იყვნენ უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებებში. ვარაუდობენ, რომ ისინი მონაწილეობდნენ რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების მხარეს ბრძოლაში და მათ მოქმედებას რუსეთის სამხედრო დაზვერვა უწევს კოორდინირებას. გაერთიანებათა წევრების დაკავებაში მონაწილეობდა ასობით პოლიციელი. რეიდების შესახებ იტყობინება Aktuálně.cz და ჩეხეთის რადიო. მათი ცნობით, დაკავებულია ხუთი პირი. მათზე ეჭვია, რომ აგზავნიდნენ ჩეხეთის მოქალაქეებს უკრაინაში, რათა საბრძოლო მოქმედებებში ჩართულიყვნენ დონბასში. გამოძიება მიმდინარეობს ტერორიზმის მუხლებით, განაცხადა ჩეხეთის უმაღლესმა სახელმწიფო პროკურორმა, მარტინ ბილიმ, რომლის თქმით, დაკავებულებისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. „ჩეხეთის რადიოს“ თანახმად, გამოძიება მიმართულია გასამხედროებული ორგანიზაციებისკენ, რომლებიც უკვე მოიხსენიებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშში ჩეხეთში ექსტრემიზმის შესახებ. პოლიციამ დაადგინა, რომ ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი დონბასში იმყოფებოდა სეპარატისტების მხარეს ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად. უკრაინიდან მისი დაბრუნების შემდეგ ორგანიზაცია აგროვებდა თანხას, რათა მისი სხვა წევრებიც წასულიყვნენ სეპარატისტებთან. 2018 და 2019 წლების საჯარო ანგარიშებში ჩეხეთის კონტრდაზვერვა გამოდიოდა გაფრთხილებით, რომ ანტიდასავლური განწყობა, რომელიც გავრცელებულია ჩეხეთის გასამხედროებული ორგანიზაციების წევრებს შორის, მათ რუსული პროპაგანდის და მასთან დაკავშირებული შეთქმულების თეორიების მარტივ სამიზნედ აქცევს. ადრე უკვე გაასამართლეს ჩეხეთის რამდენიმე მოქალაქე სეპარატისტების მხარეს ბრძოლის გამო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშში წერია, რომ "მოხალისეები რუსეთის მიმართ მხარდაჭერას დიდი ხანია გამოხატავენ, განსაკუთრებით უკრაინასთან დაპირისპირების საქმეში“. ...
წყარო

Svetlana

თბილისი
  • 4 დღის წინ

Mariko

თბილისი
  • 16 დღის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 6 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 5 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 3 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 3 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 დღის წინ

Lala

ქუთაისი
  • 3 დღის წინ