თამარ გაბუნია: აღდგომის ღამეს გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა აღდგომის ღამეს არ იგეგმება და ყველაფერი დარჩება ისე, როგორც არის. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თამარ გაბუნიამ ზოგადად არ გამორიცხა, რომ დამატებით შეზღუდვების დაწესების საკითხიც დადგეს იმის გათვალისწინებით, როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში: „ჩვენ კიდევ გასავლელი გვაქვს მანამდე კიდევ 10 დღე, ვიდრე მივალთ სააღდგომო დღესასწაულებამდე. და ეს 10 დღე ხშირ შემთხვევაში ცვლის ეპიდემიოლოგიურ სურათს. ასე რომ, უნდა კიდევ ვნახოთ, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები ეპიდემიოლოგიური კუთხით, რომ დამატებით შეზღუდვებზე შესაძლოა დადგეს საკითხი. რა თქმა უნდა, ამას ვერ გამოვრიცხავთ დღევანდელი მდგომარეობით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, რელიგიური მსახურების პროცესში ის წესები უნდა იყოს დაცული, რომელიც უკვე აპრობირებულია უსაფრთხოების დაცვისთვის. ეს შეეხება პირბადის აუცილებელ ხმარებას, დისტანციისას და სანიტარული წესების დაცვას და ძირითადი ტაძრების რადიოფიცირებას, რათა მრევლმა გარე პერიმეტრიდან შეძლოს ღვთისმსახურებაში მონაწილეობა. „ის წესები, რაც ჩვენ აქამდეც არაერთხელ გავიარეთ საპატრიარქოსთან ერთად, რაც ქმნის ზოგადად ეპიდემიურად უსაფრთხო გარემოს რელიგიური მსახურების პროცესში, ეს ყველასთვის ცნობილია და ბუნებრივია, სააღდგომო დღესასწაულებზეც ამ წესების დაცვით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ჩვენ პროცესების ჩატარება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. საქართველოში „კომენდანტის საათი“ 21 საათიდან 5 საათამდე 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს. სპეციალური საშვის არმქონე ადამიანებს პირებს გადაადგილება ეკრძალებათ, წესის დარღვევისთვის შემთხვევაში კი მოქალაქე 2000 ლარით ჯარიმდება. გადაადგილების შეზღუდვა ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ორი ღამით, ახალ წელსა და შობის ღამეს მოიხსნა. გამონაკლისი იყო ასევე 28 მარტი, როდესაც საქართველო-ესპანეთის ფეხბურთის ბილეთის მატჩის მფლობელებს 1 საათამდე ჰქონდათ გარეთ ყოფნის უფლება. არაერთი სამოქალაქო პროტესტის მიუხედავად, ხელისუფლება გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას ჯერჯერობით არ აპირებს და მას პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიან საშუალებად მიიჩნევს. საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1310 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კოვიდ-19-ით დაავადებული 12 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 299 038 შემთხვევა. მათგან 282 869 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3971 ადამიანი. 24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალურ...
წყარო

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Elenica

თბილისი
  • 13 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 6 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Inga

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 23 საათის წინ

Ania

თბილისი
  • 2 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 8 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 7 დღის წინ