თბილისში კორონავირუსი 204 ათასმა ადამიანმა ისე გადაიტანა, რომ თვითონაც არ იცოდა - კვლევა​

თბილისის ზრდასრული მოსახლეობის მესამედზე მეტს, 35,5 პროცენტს, კორონავირუსი გადატანილი აქვს. ამის შესახებ მათგან მხოლოდ მესამედმა იცის, ლაბორატორიულად დადასტურებულად. კვლევის შედეგები რადიო თავისუფლებას თენგიზ ცერცვაძემ გააცნო. მისი თქმით, თბილისის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით მარტში 903 ისეთი პირი შეარჩიეს, რომელსაც ლაბორატორიულად კორონავირუსი დადასტურებული არ ჰქონდა. მათგან 215 პირს IGG ანტისხეულები - იმუნური ფენა აღმოაჩნდა. 903 პირის შედეგები, რადგან ის წარმომადგენლობითი იყო, თბილისის მოსახლეობაზე - 859 ათას ადამიანზე განაზოგადეს. თბილისში, კვლევის შედეგების მიხედვით: კორონავირუსი 305 ათასმა ადამიანმა გადაიტანა; ვირუსი ოფიციალურად დაუდასტურდა 100 ათასზე მეტ პირს; კოვიდი რომ გადაიტანა, არ იცოდა 204,5 ათასზე მეტმა პირმა. "ეს ნაწილი შეადგენს იმუნურ ფენას ანუ აქვთ იმუნიტეტი კოვიდის მიმართ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველას, ვინც ვირუსი გადაიტანა, არ ჰქონდეს ასეთი იმუნიტეტი, მაგრამ ასეთი პირების რაოდენობა მცირეა და ვერ ახდენს გავლენას საერთო სტატისტიკაზე", - თქვა ცერცვაძემ. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ კოვიდგადატანილი მოსახლეობის 2/3-მა არ იცის, რომ ვირუსი ჰქონდა, მათ ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ. დაყოვნების პერიოდი, რომელიც ქვეყანაში არსებობს (გამოჯანმრთელებიდან 120 დღე), მხოლოდ იმის გამოა დაწესებული, რომ ვაქცინა იმ პირებს შეხვდეთ, რომელთაც ამ ეტაპზე იმუნიტეტი არ აქვთ. 2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 299 038 შემთხვევა. მათგან 282 869 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3971 ადამიანი. ...
წყარო

Mistress

თბილისი
  • 11 საათის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 8 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Diko

თბილისი
  • 2 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 4 საათის წინ

Олеся

თბილისი
  • 9 დღის წინ

Elena

თბილისი
  • 2 საათის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 13 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 11 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 9 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 2 დღის წინ