ვახტანგ მეგრელიშვილი: ჩემთვის ნიკა მელიას ქცევა გაუგებარია

ჩემთვის ნიკა მელიას ქცევა გაუგებარია, დღევანდელ სიტუაციაში აქვს შეთავაზება ევროკავშირისგან, რომ მის სისხლის სამართლის საქმეში მიიღოს მონაწილეობა – ეს ხომ ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი გაღიარებს როგორც პოლიტიკურ პატიმრად?, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირის მიზანი არ არის მხოლოდ ის, რომ ერთი ადამიანის მიმართ აღდგეს სამართლიანობა, არამედ მისი მიზანი ქვეყნის განვითარებაა. „ჩვენ, ახლა, ყველა უნდა ვიყოთ პარლამენტში და ვფიქრობდეთ ამნისტიის კანონზე. მინიმუმ დასაწყისი ეს არის. ერთ-ერთი უმტკივნეულესი საკითხი ადამიანების თემა იყო ამ დაპირისპირებაში. ამ შეთანხმებაში ადამინების თემა ყველა შემთხვევაში გვარდება, მიუხედავად ნიკა მელიას ქცევისა, რომელიც ჩემთვის გაუგებარია. დღევანდელ სიტუაციაში ნიკა მელიას აქვს შეთავაზება ევროკავშირისგან, რომ მისი სისხლის სამართლის საქმეში მიიღოს მონაწილეობა, გარანტორის როლი შეასრულოს. ეს ხომ ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი გაღიარებს როგორც პოლიტიკურ პატიმრად. შესაბამისად ამაზე მეტი აღიარება რა შეიძლება იყოს ადამიანისთვის, რომ ის უსამართლოდ არის ციხეში, მე არ ვიცი. ევროკავშირის მიზანი ის კი არ არის, რომ ერთი ადამიანს მიმართ აღსდგეს სამართლიანობა, არამედ ამ ქვეყანაში გაჩნდეს შანსი ცხოვრების ნორმალიზაციის და განვითარების“ , – განაცხადა მეგრელიშვილმა....
წყარო

Bela transi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Milana

თბილისი
  • 8 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 6 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 6 თვის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 2 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 9 თვის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 9 საათის წინ