20-21 ივნისს აქციის დაშლისას დაშავებულებისთვის მიუღებელია ამნისტია

2019 წლის 20-21 ივნისს, ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას დაშავებული დემონსტრანტები წერილით მიმართავენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. მათთვის მიუღებელია მიშელის დოკუმენტის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს იმ სამართალდამცველთა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას, რომელთაც ძალას გადაამეტეს. „მიგვაჩნია, რომ საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს არ გააჩნიათ მორალური და პოლიტიკური უფლება გადაწყვიტონ შეწყდეს თუ არა სამართლებრივი განხილვა 19-21 ივნისის საქმეების, რადგან ერთი მხრივ ხელისუფლებას ჩადენილი ძალადობის ფონზე ვერ მივცემთ პასუხისმგებლობის არიდების ფუფუნებას და მეორე მხრივ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ჩვენი სახელით ვერ ისაუბრებენ ჩვენს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ამნისტიაზე“, - აცხადებენ ხელმომწერები. 5 ამბავი - 20 ივნისს დაშავებულები წერილი სრულად პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ იმ ძალისხმევისთვის, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად გაიღეთ. ჩვენთვის განსაკუთრებულად ფასეულია უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორის, ევროკავშირის მხარდაჭერა და დახმარება ასეთ კრიზისულ პერიოდში ჩვენი სახელმწიფოსთვის. მოგმართავთ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 2019 წლის 20 ივნისს ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტრულად განწყობილი ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკოსის მიერ სხდომის წაყვანას პატრიოტული მოტივით ვაპროტესტებდით. ჩვენი, როგორც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული იქნა უხეში არაპროპორციული ძალა, საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მიერ, უკანონო ბრძანების საფუძველზე. საათების მანძილზე გრძელდებოდა დამიზნებით სროლა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი ზიანის მიყენება დემონსტრანტებისთვის. ამის შედეგად დაშავდა ასეულობით ადამიანი (ხელისუფლების ცნობით, 240 ადამიანი) მათ შორის 38 ჟურნალისტი, რამდენიმე დემონსტრანტმა დაკარგა მხედველობა და თვალი. დემონსტრანტების ნაწილი დღემდე აგრძელებს მკურნალობის კურსს. აღსანიშნავია რომ თვალდათხრილ ადამიანებს ექმნებათ პრობლემები ხელისუფლების მხრიდან, არასათანადო ყურადღების და დახმარების გამო. სახელმწიფომ მხოლოდ 5 დემონსტრანტი ცნო დაზარალებულად. 50 დემონსტრანტზე მეტი ცდილობს ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლოებში დაზარალებულის სტატუსის მიღებას და ფიზიკური და მორალური ზიანის კომპენსირებას. ამ ყველაფრის ფონზე მიგვაჩნია, რომ საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს არ გააჩნიათ მორალური და პოლიტიკური უფლება გადაწყვიტონ შეწყდეს თუ არა სამართლებრივი განხილვა 19-21 ივნისის საქმეების, რადგან ერთი მხრივ ხელისუფლებას ჩადენილი ძალადობის ფონზე ვერ მივცემთ პასუხისმგებლობის არიდების ფუფუნებას და მეორე მხრივ, ოპოზიციური პ...
წყარო

Sofia

თბილისი
  • 7 თვის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 17 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 3 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 2 დღის წინ

Mako

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Ella

თბილისი
  • 4 დღის წინ

Nitaa

თბილისი
  • 3 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 6 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 13 თვის წინ