რუსეთი ათ ამერიკელ დიპლომატს აძევებს ქვეყნიდან

რუსეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა მოსკოვში აშშ-ის საელჩოს ათი თანამშრომელი. ნოტა ამის თაობაზე აშშ-ის ელჩის მოადგილეს, ბარტ გორმანს გადასცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. შესაბამისმა პირებმა რუსეთი უნდა დატოვონ 21 მაისამდე, იტყობინება სამინისტრო თავის საიტზე. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ზომას უწოდა საპასუხო ნაბიჯი „ამერიკული მხარის მტრული მოქმედებზე ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს და ნიუ-იორკში გენერალური საკონსულოს რიგი თანამშრომლების მიმართ, რომლებიც უსაფუძვლოდ გამოაცხადეს არასასურველ პირებად“. 20 აპრილს გახდა ცნობილი, რომ აშშ-ის ელჩი მოსკოვში, ჯონ სალივანი, ვაშინგტონში გაემგზავრებოდა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის რეკომენდაციის შედეგად, „გაფრენილიყო თავის დედაქალაქში და გაევლო სერიოზული კონსულტაციები“, რომელიც გამოითქვა აშშ-ის მიერ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შემდეგ. ვაშინგტონში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი მარტში იქნა გამოძახებული მოსკოვში. ეს მოხდა რამდენიმე საათში მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დადებითი პასუხი გასცა შეკითხვას, მიიჩნევს თუ არა ვლადიმირ პუტინს მკვლელად. რუსეთის საგარეო უწყების თანახმად, მის მიერ 16 აპრილს გამოცხადებული საპასუხო ზომების კომპლექსის ჩარჩოებში გადაიდგმება შემდგომი ნაბიჯები - საპასუხო ზომები - აშშ-ის ანტირუსული უკანონო სანქციების ტალღის მიმართ. ...
წყარო

Rita

თბილისი
  • 18 საათის წინ

Inga

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Mariko

თბილისი
  • 8 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 2 თვის წინ

Mistress

თბილისი
  • 12 საათის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 10 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 13 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 13 თვის წინ