თბილისის მერია "მარშრუტკ​ებში" მგზავრთა მთვლელების შესაძენად 3,3 მლნ ლარის ტენდერს აცხადებს

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო თბილისში მოძრავ მიკროავტობუსებში მგზავრთა ნაკადების დასათვლელად სპეციალურ მთვლელებს ყიდულობს. სულ მერია ბიუჯეტის ფულით 1000 მთვლელს იყიდის, რისთვისაც 3,3 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. საშუალოდ, ერთი მოწყობილობის ღირებულება 3,3 ათასი ლარი გამოდის. ასევე ნახეთ 1 აპრილიდან "ლურჯ მარშრუტკაში" გადახდის სისტემა და ფასი იცვლება ტენდერის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ მერიას მოწყობილობები 2020 წლის 30 ივნისამდე უნდა მიაწოდოს ეტაპობრივად, მოთხოვნის შესაბამისად. კომპანიას თითოეულ ჯერზე მოთხოვნის შესასრულებლად 50-დღიანი ვადა ექნება. მოწყობილობების საგარანტიო ვადა 3 წელი იქნება. "აღნიშნული მოწყობილობების შეძენა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ავტობუსების მგზავრობიდან მიღებული შემოსავალი მიემართება სააგენტოს ანგარიშზე, ხოლო მგზავრთა რაოდენობისა და გადახდილი თანხის შესახებ ინფორმაციის კონტროლისა და მეტი სიზუსტისთვის, წამყვანი ევროპული ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია მსგავსი მოწყობილობების მონტაჟი", - განუცხადეს თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას. თბილისში მოძრავი მიკროავტობუსები საერთო სატრანსპორტო ინტეგრირებულ სისტემაში ნაწილობრივ უკვე ჩართულია. ახალი, ლურჯი მიკროავტობუსებით, მეტროში ან ავტობუსებით ერთჯერადი გადახდით 90 წუთის განმავლობაში მგზავრობაა შესაძლებელი. მათ შორის, ვრცელდება ყველა შეღავათიანი ტარიფი, გადახდა კი მხოლოდ პლასტიკური ბარათით, ელექტრონულად არის შესაძლებელი. ...
წყარო

Nini

ბათუმი
  • 14 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 5 საათის წინ

Marikuna

თბილისი
  • 13 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 10 თვის წინ

Нора

თელავი
  • 8 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 8 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 2 დღის წინ

Zarra

თბილისი
  • 7 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 13 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 2 თვის წინ