გერმანია განიხილავს ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის 4 ივლისამდე გადმოწევის თემას

მედიის თანახმად, გერმანია განიხილავს გეგმას, რომ თავისი ჯარების ავღანეთიდან გამოყვანა 4 ივლისისთვის გადმოიწიოს. გერმანიის საინფორმაციო სააგენტო dpa-ს და საფრანგეთის AFP-ს 21 აპრილს მოჰყავთ თავდაცვის მინისტრის წარმომადგენელის ნათქვამი, რომ რომ კანონმდებლები ინფორმირებულები არიან ამ გეგმის შესახებ და რომ მიმდინარეობს კონსულტაციები ნატოსთან. "ახლანდელი მოსაზრება მდგომარეობს იმაში, რომ შემცირდეს ჯარების გამოყვანის პერიოდი. გამოყვანის თარიღად განიხილება 4 ივლისი, განუცხადა მინისტრის წარმომადგენელმა AFP-ს და ხაზი გაუსვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ნატოს მიერ იქნება მიღებული. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, გასულ კვირას განაცხადა შეერთებული შტატების მიერ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის შესახებ 11 სექტემბრამდე, ანუ ოთხი თვის შემდეგ შეერთებული შტატების ყოფილი ადმინისტრაციისა და თალიბებს შორის შეთანხმებული ვადიდან, რომლის მიხედვითაც ეს 1 მაისამდე უნდა მომხდარიყო. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა, ომისგან განადგურებული ქვეყნიდან თავისი ქვეყნის ჯარების გამოსაყვანად, ადრე შუა აგვისტოს ვადა დათქვა. დოჰას შეთანხმების თანახმად, უცხოეთის ჯარებს ავღანეთი 1 მაისამდე უნდა დაეტოვებინათ - თალიბანის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, როგორიცაა ალ-ყაიდასთან კავშირების გაწყვეტა და უცხოელი ტერორისტების შეფარებაზე უარის თქმა. თალიბანმა იმის პირობაც დადო, რომ მოელაპარაკებოდა ქაბულს ცეცხლის შეწყვეტისა და ძალაუფლების განაწილების შესახებ. ...
წყარო

Elena

თბილისი
  • საიტზეა

ნინი

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 2 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 13 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 3 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ