აშშ-ის სენატში მომზადდა კანონპროექტი უკრაინის მხარდასაჭერად

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, მათ შორის ლეტალური იარაღით. კანონპროექტის მიზანია უკრაინის დახმარება რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და ასევე, ზეწოლა იმ კომპანიებზე, რომლებსაც კავშირი აქვთ უკრაინის გვერდის ავლით ევროპაში რუსული გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობასთან. კანონპროექტის თანახმად, 2026 წლამდე აშშ უკრაინას დაეხმარება 300 მილიონი დოლარით. ამასთან, თანხის ნახევარს უკრაინა მიიღებს კონკრეტული რეფორმების განხორციელების შემდეგ. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარის, ბობ მენენდესის განცხადებით, იმის გამო, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი განაგრძობს უკრაინის საზღვრებს გასწვრივ სიტუაციის გამწვავებას, კომიტეტი ერთხმად ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და უახლოესი მოკავშირეების ინტერესების დაცვისადმი ერთგულებას. ასევე ნახეთ რუსეთი კიდევ უფრო მეტ ძალას უყრის თავს შავ ზღვაში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ინიცირებულ კანონპროექტს მხარი უნდა დაუჭიროს კონგრესის ორივე პალატამ, რის შემდეგაც დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ძალების თავმოყრა აპრილის პირველ კვირაში დაიწყო. თავდაცვის სამინისტრო მანევრებს უწოდებს სწავლებას, რომლის მიზანია არმიის საბრძოლო მზადყოფნის „საკონტროლო შემოწმება“. უკრაინა თავის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ნაწილების კონცენტრაციას ახალი აგრესიისთვის მზადებად აფასებს. ...
წყარო

Marimxiar

თბილისი
  • 7 თვის წინ

Олеся

თბილისი
  • 3 დღის წინ

Анжелина

თბილისი
  • 11 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 4 დღის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 3 დღის წინ

Salo

თბილისი
  • 13 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 3 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 7 დღის წინ

Tatiana

თბილისი
  • 12 თვის წინ