ისრაელმა სარაკეტო იერიში მიიტანა სირიის ტერიტორიაზე

ისრაელის არმიამ სარაკეტო იერიში მიიტანა სირიის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც სირიიდან გაშვებული რაკეტა აფეთქდა ისრაელის სამხრეთში, ქალაქ დიმონასთან მდებარე ბირთვული რეაქტორის მახლობლად. ისრაელის არმიის თანახმად, სირიიდან ნასროლი რაკეტა რეაქტორიდან დაახლოებით 30 კილომეტრში ჩამოვარდა. მსხვერპლის, ან ნგრევის შესახებ არაფერს იუწყებიან. სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ მოიგერია ისრაელის სარაკეტო იერიში, რომლის სამიზნე იყო დედაქალაქის გარშემო მდებარე რაიონები, მისივე ცნობით, თავდასხმის შედეგად 4 ჯარისკაცი დაიჭრა და არის მატერიალური ზარალიც. სააგენტო Reuters-ი სირიელ სამხედროზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელმა სარაკეტო იერიშები განახორციელა ქალაქ დუმაირთან, სადაც ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებები იმყოფებიან. ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო იერიშზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. ცოტა ხნის წინ, ისრაელს შურისძიებით დაემუქრა ირანი. 11 აპრილს, ირანში, ნათანზის ბირთვული ობიექტის ელექტროსისტემაში მოხდა ავარია, რომელიც თეირანმა ტერორიზმის აქტად გამოაცხადა და ბრალი ისრაელს დასდო. ...
წყარო

Anka

თბილისი
  • 2 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 13 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 11 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 10 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 2 დღის წინ

Aida

თბილისი
  • 6 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 13 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 6 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 2 თვის წინ