“ენმ” რჩება მავნებელ პოლიტიკურ ძალად, შე დალოცვილო, გიხდიან გირაოს და გამოდი ციხიდან

“მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის შეფასებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებები ამნისტიის კანონის მიუღებლობის შესახებ, ამ პოლიტიკური ძალის მავნებლობის დასტურია. მისი განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას” მხოლოდ ძალაუფლებაში დაბრუნება და რევანში სურს. “ნაციონალური მოძრაობა” იყო და რჩება მავნებელ პოლიტიკურ ძალად, რომელსაც არ ადარდებს ქვეყანა და ხალხი, ეს გაჯიუტებაც ამის დასტურია. ამ ხალხს სწყურია მხოლოდ ძალაუფლებაში დაბრუნება და რევანში, მეტი არაფერი უნდათ. გაღატაკდა, გაუბედურდა ეს ქვეყანა ამასობაში. დღის წესრიგიც ახლა ესაა – ამნისტია ესე, ამნისტია ისე. შე დალოცვილო, გიხდიან გირაოს და გამოდი ციხიდან,”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. შეგახსენებთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წინააღმდეგია, 20 ივნისის საქმეებზე ამნისტია გამოცხადდეს, რასაც შედეგად მათი პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლება უნდა მოჰყვეს. ამნისტიის კანონის მიღება ერთ-ერთი პუნქტია ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შემოთავაზებული ახალი დოკუმენტისა, რომელსაც “ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციის ნაწილმა ხელი უკვე მოაწერა....
წყარო

Nitaa

თბილისი
  • 3 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 4 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 14 თვის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 10 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Олеся

თბილისი
  • 3 დღის წინ

Monika

თბილისი
  • 9 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 6 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ