ბერლინში დაშალეს ეპიდემიის გამო მოქმედი შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქცია

პოლიციამ ბერლინში დაშალა კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქცია და 200-მდე მონაწილე დააკავა. ბერლინის ცენტრში 21 აპრილს გამართულ აქციაში დაახლოებით 8000 ადამიანი მონაწილეობდა. ისინი სკანდირებდნენ: „მშვიდობა, თავისუფლება, არა დიქტატურას“. ბერლინის პოლიციის თანახმად, საპროტესტო აქციის დაშლა მას შემდეგ გადაწყდა, რაც მონაწილეები არ დაემორჩილნენ დამცავი ნიღბების გაკეთების და სოციალური დისტანციის დაცვის მოთხოვნებს. „დოიჩე ველე“-ს ინფორმაციით, დემონსტრანტების ნაწილი პოლიციელებს ფიზიკურად დაუპირისპირდა, რის შემდეგაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. კორონავირუსის ეპიდემიის გამო, გერმანიაში მოქმედებს კანონი, რომელიც ითვალისწინებს ინფიცირების მაღალი დონის მქონე ქალაქებსა და რეგიონებში „კომენდანტის საათს“ საღამოს ათიდან დილის ხუთ საათამდე, სკოლების და მაღაზიების დახურვას და სხვა შეზღუდვებს. გასული 24 საათის განმავლობაში გერმანიაში აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 29 500-ზე მეტი შემთხვევა. გარდაიცვალა კიდევ 259 პაციენტი. ბოლო ერთ წელიწადში გერმანიაში დაინფიცირდა 3 მილიონზე მეტი ადამიანი და 80 800-ზე მეტი გარდაიცვალა. ...
წყარო

Anna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 11 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 2 დღის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 17 საათის წინ

Qeti

თბილისი
  • 2 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 2 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 6 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ