რუსეთის ქალაქებში ნავალნის მომხრეთა დემონსტრაციებზე 1700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

პოლიციამ 1700-ზე მეტი ადამიანი დააკავა 21 აპრილს რუსეთის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლების დროს. დემონსტრანტები მოითხოვდნენ საპატიმროში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის განთავისუფლებას და მისთვის სათანადო სამედიცინო მომსახურეობის გაწევას. ნავალნი, რომელიც კოლინიიდან მახლობლად მდებარე ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მესამე კვირაა შიმშილობს და მოითხოვს მასთან დამოუკიდებელი ექიმების შესვლას. ОВД-Инфо-ს ცნობით, რომელიც თვალყურს ადევნებს პოლიტიკური საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა და აქტივისტების დაკავებებს, იტყობინება, მთელ რუსეთში დაკავებულთა რაოდენობა 1700-ზე მეტია. იმ დღეს, როცა რუსეთის პროეზიდენტი, ვლადიმრ პუტინი თავისი ყოველწლიური სიტივით მიმართავდა პარალმენტის გაერთიანებულ სხდომას, ათასობით ადამიანი გავიდა რუსეთის ქუჩებში შორეული აღმოსავლეთის ქალაქ ვლადივოსტოკიდან კალინინგრადამდე და შეუერთდა ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის მოწოდებით გამართულ საპროტესტო გამოსვლებს. ნავალნის მომხრეები შიშობენ, რომ თუ მას სათანადო მკურნალობა არ ჩაუტარეს, შედეგები გამოუსწორებელი შეიძლება იყოს. რუსეთის მთავრობას სურს ფონდის ექსტრემისტულ ორგანიზაციად მიჩნევა და დახურვა. ნავალნის პრესმდივანს, კირა იარმიშს, მიუსაჯეს ათ დღიანი ადმინისტრაციული სასჯელი. არასანქცირებული აქციის ორგანიზებისთვის. მისი ანგარიშებიდან მართლაც გავრცელდა საპროტესტო აქციებზე გამოსვლისკენ მოწოდება, მაგრამ მას, როგორც ე.წ სანიტარული საქმისთვის შინა პატიმრობაში მყოფს, აკრძალული აქვს ინტერნეტით სარგებლობა და მის ანგარიშებს განაგებენ მისი მომხრეები. 21 აპრილის საღამოს გაათავისუფლეს ნავალნის კიდევ ერთ მომხრე, ლიუბოვ სობოლი. ნავალნის მომხრეებს საპროტესტო აქციები მოწყობა სურდათ მოგვიანებით, მაგრამ კრემლის ოპონენტის ჯანმრთელობის შესახებ შეშფოთების გამო გამოსვლები უფრო ადრე გაიმართა. ნავალნის კოლონიაში მოხვედრის შემდეგ აწუხებს ზურგის არეში ტკივილები და უჭირს ფეხის ხმარება. ...
წყარო

Kristina

თბილისი
  • 4 დღის წინ

Lala

ქუთაისი
  • 3 დღის წინ

Ирина

თბილისი
  • 3 დღის წინ

Tata

ბათუმი
  • 7 თვის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 10 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 17 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ