ჩეხეთის სენატი მთავრობას მოუწოდებს, გააუქმოს რუსეთთან მეგობრობის ხელშეკრულება

ჩეხეთის პარლამეტის ზედა პალატამ, სენატმა, 2014 წელს ვრბეტიცეში აფეთქებებს, რომლების დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა და რომლებთანაც, ჩეხეთის ხელისუფლების თანახმად, რუსეთის სპეცსამსახურები იყვნენ დაკავშირებული, უწოდა სახელმწიფო ტერორიზმის აქტი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც ნიშნავს, რომ ის მიმართული იყო მთელი ევროკავშირის წინააღმდეგ. შესაბამისი რეზოლუციას მხარი დაუჭირა 72 დამსწრე სენატორიდან 67-მა. ამის თაობაზე იტყობინება ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტო. სენატორებმა მოუწოდეს ჩეხეთის მთავრობას, გააუქმოს რუსეთთან მეგობრობის და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება და მინიმუმამდე დაიყვანოს პრაღაში რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რიცხვი. სენატი გამოვიდა მოწოდებით, განიხილონ ვრბეტიცეში მომხდარი გაეროს უშიშროების საბჭოზე და ნატოს, ასევე ევროკავშირის ხელმძღვანელ ორგანოებში, ასევე მოსთხოვონ კომპენსაცია რუსეთს. ადრე ანალოგიური ზომებისკენ ჩეხეთის მთავრობას მოუწოდა პარლამენტის ქვედა პალატამ. ჩეხეთის ახლად დანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან კულჰანეკმა გვიან, 21 აპრილს, განაცხადა, რომ თუ რუსეთი არ დაუშვებს ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომელს სამსახურში, მოსკოვში, პრაღა ქვეყნიდან გააძევებს რუსეთის საელჩოს ათეულობით თანამშრომელს. 19 აპრილს 18 რუსი დიპლომატი, რომლებიც ჩეხეთმა მიიჩნია რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებად, ქვეყნიდან გააძევეს. კრემლმა საპასუხოდ მოსკოვის დატოვება მოსთხოვა 20 ჩეხ დიპლომატს. ჩეხეთის აცხადებს, რომ არ მოელოდა ასეთ პასუხს, რომელიც, როგორც პრაღა თვლის, სერიოზულ სირთულეებს უქმნის მოსკოვში ჩეხეთის სამელჩოს საქმიანობას. ...
წყარო

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 1 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Milana

თბილისი
  • 8 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 8 საათის წინ

Liza

თბილისი
  • 6 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 6 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 11 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 1 დღის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 13 თვის წინ