PACE-მ მიიღო რეზოლუცია ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლემა მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლად გაათვისუფლოს კოლონიიდან ალექსეი ნავალნი და უზრუნველყოს მის მიმართ ყველა ძირითადი, მათ შორის აუცილებელი სამედიცონო დახმარების, უფლების სრული დაცვა. რეზოლუციას PACE -ს წევრმა 106-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი იყო 26 კაცი, მათ შორის რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციის წევრები. თავი შეიკავეს თურქეთისა და სერბეთის წარმომადგენელმა და ერთმა დეპუტატმა ჩეხეთიდან. PACE მოუწოდებს მოსკოვს, რომ შეასრულოს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ივ როშეს“ საქმეზე, რომლის გამოც ნავალნის სასჯელს იხდის კოლონიაში. რუსეთმა, რეზოლუციის თანახმად, ნავალნი უნდა გაათავისუფლოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მომდევნო სხდომამდე, რომელიც 2021 ივნისის დასაწყისისთვის არის დაგეგმილი. ევროსაბჭოს კომისარმა ადამიანის უფლებების დარგში, დუნია მიატოვიჩმა, უკვე მოუწოდა მოსკოვს ნავალნის გათავისუფლებისკენ. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში რუსეთის ფედერაციის საბჭოს რწმუნებულმა, ტატიანა მოსკალკოვამ განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის ციხეში ყოფნის პირობები და სამედიცინო უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ...
წყარო

Veronika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 12 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 7 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 დღის წინ

Diko

თბილისი
  • 18 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 4 დღის წინ

Lusi

თბილისი
  • 6 დღის წინ

Saly

თბილისი
  • 8 თვის წინ